|
  • EUR 1 = GEL 3.6363
  • USD 1 = GEL 3.2845
|

აშშ-ის უნივერსიტეტში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი თანამდებობა შეიქმნა

ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლამ სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის პირველად შექმნა ახალი თანამდებობა. როგორც "tuftsdaily" წერს, მიხეილ სააკაშვილი სკოლაში მუშაობას იანვრიდან დაიწყებს, როგორც პირველი "მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე". 

"ეს თანამდებობა პირველად შეიქმნა და მიზნად ისახავს ტაფტის უნივერსიტეტის სტუდენტებს ურთიერთობა ჰქონდეთ საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ ლიდერებსა და სხვადასხვა სფეროს პრაქტიკოსებთან", - ამბობს ფლეტჩერის სკოლის დეკანი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი. 

"პრეზიდენტობის დროს, სააკაშვილმა შთამბეჭდავად გააუმჯობესა ქვეყნის ეკონომიკა, დაამარცხა კორუფცია და საქართველო დასავლეთს, შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს დაუკავშირა. ის პროფესიონალი დიპლომატია და მან ძალიან კარგი საქმე გააკეთა თავისი ქვეყნისთვის", - ამბობს სტავრიდისი. 

სტავრიდისი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურება საქართველოსთვის, "ვარდების რევოლუციის" ლიდერობა იყო - "20 დღიანი, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დასრულდა საბჭოთა ეპოქის ტოტალიტარული პერიოდის ხელისუფლების დამარცხებით". მისივე თქმით, სააკაშვილი შესანიშნავად მართავდა რევოლუციის დროს აქციებს, რომელშიც 100 000-ზე მეტი დემონსტრანტი მონაწილეობდა.

"ამდენი ადამიანით უსისხლო რევოლუციის მოწყობა მართლაც აღსანიშნავი ფაქტია. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება პირადად სააკაშვილის ხელმძღვანელობის და მისი ქარიზმატული ფიგურის დამსახურებაა", - ამბობს სტავრიდისი. 
ფლეტჩერის სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელის, იან ჯონსთოუნის თქმით კი, სააკაშვილის გამოცდილება ძალიან ღირებული იქნება ფლეტჩერის სკოლის სტუდენტებისა და ფაკულტეტისთვის.


"ის ძალიან ცოცხალი, დინამიური ფიგურა იყო მსოფლიოს უზომოდ მნიშვნელოვან ნაწილში და შესაბამისად, ძალიან სერიოზული საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის გაგვიზიარებს ამ გამოცდილებას და შეხედულებებს შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და რუსეთთან ურთიერთობაზე, ასევე ავტორიტარულიდან დემოკრატიულ ხელისუფლებამდე ევოლუციის და ანტიკორუფციული ზომების შესახებ - ეს ყველაფერი მისი საპრეზიდენტო გამოცდილებაა", - ამბობს ჯონსთოუნი. 
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ფლეტჩერის სკოლა იმის გამოც არჩია, რომ სკოლა პრესტიჟულია, აქ ბევრი ფაკულტეტია და სტუდენტები მისი რეგიონით არიან დაინტერესებული.
"ფლეტჩერის სკოლა მართლაც სკოლაში არის ის, რომ პირველ რიგში აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა და ისინი რაღაცისკენ მიისწრაფვიან", - აღნიშნა სააკაშვილმა. 
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქზე" აღნიშნულია, რომ მას უკვე ჰქონდა გამოსვლა პრინსტონის უნივერსიტეტში. ასევე, რამდენიმე დღეში იგი მიწვეულია ლექციების წასაკითხად ჰარვარდის უნივერსიტეტში. უახლოეს ხანში კი მისი ხელმძღვანელობით შეიქმნება ახალი ამერიკული ინსტიტუტი.
 წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა