|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამატებით სიჩქარის მზომი რადარები დამონტაჟდება

საგზაო უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დამატებით დამონტაჟდება სიჩქარის მზომი რადარები , - ამის შესახებ შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით მოხდება საავტომობილო გზების მაღალი რისკის მონაკვეთებზე ე. წ. "შავი წერტილების" დადგენა.ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციების წესების დაცვაზე კონტროლს. 

ამასთან შსს მონაწილეობას მიიღებს საავტომობილო გზებზე საგზაო ნიშნების განთავსებასა და მონაკვეთების მონიშვნა-მარკირებაში. 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ასევე შს სამინისტრო გაატარებს საინფორმაციო კამპანიას საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივაც და განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმობა საზოგადოების, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებში. 
წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა