|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევს ირლანდიით დაიწყებს

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის ცერემონია გაიმართა2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო D ჯგუფში ითამაშებს.

ქართველი ფეხბურთელები გერმანიის, ირლანდიის, შოტლანდიის, პოლონეთისა და გიბრალტარის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. 

ნიცაში გამრთულ ცერემონიას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცაბაია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ესწრებოდნენ.

ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყება და ევროჩემპიონატზე 16-ის ნაცვლად, 24 ნაკრები ითამაშებს.

მოგვიანებით, უეფა–მ D ჯგუფის საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი გამოქვეყნა,რომელიც ამგვარად გამოიყურება:

 

07.09.2014 - საქართველო vs ირლანდია

11.10.2014 - შოტლანდია vs საქართველო

14.10.2014 - გიბრალტარი vs საქართველო

14.11.2014 - საქართველო vs პოლონეთი

29.03.2015 - საქართველო vs გერმანია

13.06.2015 - პოლონეთი vs საქართველო

04.09.2015 - საქართველო vs შოტლანდია

07.09.2015 - ირლანდია vs საქართველო

08.10.2015 - საქართველო vs გიბრალტარი

11.10.2015 - გერმანია vs საქართველო

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა