|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დედამიწის სიღრმეში უზარმაზარი ოკეანეებია - აღმოჩენა ალმასის საფუძველზე

აღმოჩენამ, რომელიც მეცნიერებმა ბრაზიალიაში ნაპოვნი ალმასის საფუძველზე გააკეთეს, შესაძლებელია გადატრიალება მოახდინოს სამეცნიერო თეორიებში, წერს La Repubblica.

ჩვენ ვზივართ იმ მინერალების ღრუბელზე, რომელიც მდებარეობს 410-660 კილომეტრ სიღრმეში და გაჟღენთილია წყლით. წყალი ათი წყნარი ოკეანის ტოლია. ამაზე მიუთითებს უნიკალური მინერალის რინგვუდიტის გამოკვლვა, რომელიც პირველად აღმოაჩინეს დედამიწის ზედაპირზე ციცქნა ალმასის სახით. 

აღმოჩენის შესახებ მასალები გამოქვეყნდა ჟურნალში  Nature და აიძულა მთელი მსოფლიო ამაზე ელაპარაკა. წყლის უზარმაზარი საცავი, რომელზე წარმოდგენაც არ გვქონდა, ჩვენი პლანეტის შესახებ ბევრი ცოდნის გადახედვის საჭიროებას აჩენს, წერს გამოცემა. 

რინგვუდიტი არის ნივთიერება, რომელიც როგორც წესი, მდებარეობს 520-660 კილომეტრის სიღრმეში, დედამიწის ქერქში.  რინგვუდიტის არსებობა უკანასკნელ პერიოდამდე მხოლოდ თეორიულად მტკიცდებოდა. მეცნიერებმა შეძლეს მისი ლაბორატორიულ პირობებში შექმნა. ეს მინერალი აღმოაჩინეს სხვადასხვა მეტეორებშიც. მაგრამ აქამდე იგი არასოდეს უნახავთ ნატურალურ ფორმაში, რადგან მიუწვდომელ სიღრმეში  მდებარეობდა, აღნიშნავს  La Repubblica.

 ამ მინერალის გული შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობის წყალს, მისი წონის დაახლოებით 1,4%-ს.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწის ქერში არის წყლის უზარმაზარი რაოდენობა. ერთდროულად რამოდენიმე ოკეანის მოცულობის, წერს გამოცემა.

წყარო:La Repubblica

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა