|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბევრი ხორცის მიღება კიბოთი დაავადების რისკს აჩენს - La Repubblica

ხანგრძლივმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ ცხოველური წარმოშობის ცილების გადამეტებული მიღება ქმნის სერიოზულ პრობლემას. ამიტომ  50 წლის შემდეგ ჯობია უარი თქვათ ბიფშტექსზე, წერს გაზეთი La Repubblica.

გარკვეულ ასაკში ხორცის გადამეტებული მიღება ისეთივე საშიში ხდება, როგორც სიგარეტის მოწევა.ცხოველური ცხიმები აუარესებენ  ჯანმრთელობას.  იზრდება სიმსივნის გაჩენის რისკი, ეს კვლევებმა დაადასტურა, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ Cell Metabolism.  გამოკვლევაში, რომელსაც ამერიკელი და იტალიელი ექიმები ატარებდნენ, 6 ათასამდე 50 წელს გადაცილებულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აღნიშნულია გამოცემაში.

ექსპერიმენტის მონაწილეებს 18 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ. ჯგუფი სამ კატეგორიად იყო გაყოფილი: ცხოველური ცილების გამოყენების დაბალი, საშუალო და მაღალი მაჩვენებლით. ითვლებოდა კალორიების რაოდნობა, რომელთაც ექსპერიმეტის მონაწილენი იღებდნენ ბიფშტექსის ან ხორციდან დამზადებული სხვა კერძის სახით დღის განმავლობაში.  

შედეგად ხორცის მოყვარულებს აღენიშნათ კიბოთი დაავადების ოთხჯერ მეტი რისკი,ვიდრე მათ რომლებიც ხორცს იშვიათად იღებდნენ. ეს კი დაახლოებით იგივე პროპორცია გახლდათ, რა რისკებიც არსებობს მწეველებსა და არამწეველებს შორის. ასევე ხორცისმოყვარულებში დაფიქსირდა სიკვდილიანობის მაღალი - 75% მაჩვენებელი,იმათთან შედარებით, რომელებიც ხორცს ზომიერად იღებდნენ, წერს გამოცემა. 

წყარო: La Repubblica

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა