|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ წყევლა ადამიანის დნმ-ზე მოქმედებს!

რამდენიმე წლის წინ ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა პეტრე გორიევმა უცნაური ცდა ჩაატარა. 
მან აიღო ბაყაყის ემბრიონები და მოათავსა სპეციალურ კამერაში, რომელიც დაცული იყო ყველა დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედებისგან. თავკომბალების საცხოვრებელში მათი განვითარებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობები იყო შექმნილი – ატმოსფერო, წნევა, ტემპერატურა, სინესტე, განათების რეჟიმი; ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე იყო, როგორც მშობლიურ ჭაობში. 

მაგრამ, მიუხედავად ამისა, საცდელი თავკომბალები ერთიმეორის მიყოლებით იხოცებოდნენ. მეცნიერი კიდევ და კიდევ აგრძელებდა ექსპერიმენტს, მაგრამ სულ ამ შედეგს იღებდა – ვითარდებოდა სიცოცხლისუუნარო მუტანტი და შემდეგ იღუპებოდა. აღმოჩნდა, რომ გარეგანი ზემოქმედებისგან იზოლაციაში მყოფი ემბრიონის დნმ-ს არ შეუძლია შეასრულოს თავისი პროგრამა.

ეს მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელი იყო – ქრომოსომები არ შეიცავს სრულ ინფორმაციას, მისი ნაწილი მის გარეთ მდებარეობს; მეტიც, თავად ქრომოსომები ადამიანის მეტყველების პრინციპის მიხედვით არის შექმნილი. მაგრამ რა სახით შესაძლოა მიეწოდოს ცოცხალ უჯრედებს გარედან ინფორმაცია? პეტრე გორიევი თვლის, რომ საქმე განსაკუთრებულ გამოსხივებაშია. ეს ერთგვარი სიგნალებია, რომლებსაც დნმ-ის ჯაჭვი აღიქვამს. სწორედ ეს სიგნალები ქმნის გენეტიკური ინფორმაციის ქაოტური ნაკრებისგან სწორ პროგრამას ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის განვითარებისთვის. ეს გარე ტალღები შესაძლოა, იყოს არა მხოლოდ ელექტრომაგნიტური, არამედ აკუსტიკურიც. 

იმისათვის, რომ ეს თეორია შეემოწმებინა, მეცნიერმა არც მეტი, არც ნაკლები, წყევლას მიმართა. მან გამოიყენა წყევლის ის ვარიანტები, რომლებიც გავრცელებულია რუსეთში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. უცნაურია, მაგრამ ცოცხალ უჯრედებს თითქოს ყველა ევროპული ენა ესმოდათ. ადამიანის მეტყველების გავლენით, მცენარეების გენეტიკური ფონი იცვლებოდა. მეცნიერებმა მოწყობილობაც კი შექმნეს, რომელიც ჩვეულებრივ მეტყველებს ელექტრომაგნიტურ ტალღებად აქცევდა. ასე მათ, პირველ რიგში, შეძლეს, მეცნიერების ისტორიაში პირველად, წყევლისა და ჯადოს მოქმედება ლაბორატორიულ პირობებში შეემოწმებინათ. 

რთულად დასაჯერებელია, მაგრამ მცენარეების უმეტესობა, რომლებიც ექსპერიმენტში გამოიყენეს, მოკვდა, ხოლო გადარჩენილების გენეტიკური კოდი არაბუნებრივი პროგრამით გენერირებდა. შედეგად მცენარეებმა მუტაცია დაიწყეს. 

ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური პროგრამა ერთი და იგივე სქემით მუშაობს, იქნება ეს მცენარე, მწერი თუ ძუძუმწოვარი. შესაბამისად, ერთი და იგივე ზეგავლენას ახდენს დნმ-ის ჯაჭვზეც. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანის ორგანიზმზეც ზუსტად ისე მოქმედებს წყევლა, როგორც მცენარეებზე, რომლებიც პეტრე გორიევის ექსპერიმენტში გამოიყენეს.


წყარო: marao.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა