|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღია წერილი საქართველოს მთავრობას! - "ჩვენს თვალწინ საბჭოთა კავშირის აღდგენა ხდება"

ამერიკაში მცხოვრებლა ქართველმა, ლია ბარნაბიშვილმა newpress.ge-ის რედაქციას ღია წერილით მომართა. ბარნაბიშვილი 15 წელია ამერიკაში იმყოფება და გახლავთ ამერიკაში ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ლინგვისტურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო მართვის მაგისტრი, ამერიკის საგარეო ურთიერთობათა და გაერთიანებული ერების ასოციაციის წევრი. ლია ბარნაბიშვილის ღია წერილის ადრესატი საქართველოს მთავრობაა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


(რამდენიმე მოსაზრება და  რჩევა ამერიკიდან)

ბატონებო და ქალბატონებო,

მოგესალმებათ ლია ბარნაბიშვილი, ამერიკაში ქართველ ემიგრანტთა მომსახურების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ლინგვისტურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო მართვის მაგისტრი, ამერიკის საგარეო ურთიერთობათა და გაერთიანებული ერების ასოციაციის წევრი.

დღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა ქართველს გვაერთიანებს ერთი და იგივე ფიქრი: როგორ დააღწევს თავს საქართველო მსოფლიოში მიმდინარე კატაკლიზმებს და რისი გაკეთება შეგვიძლია, რათა თავიდან ავაცილოთ ჩვენს სამშობლოს კატასტროფული შედეგები. ამ მიმართებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, შემოგთავაზოთ ანალიზი რამდენიმე ფაქტორისა, რამაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა და აგრეთვე, გაგიზიაროთ ჩემი ხედვა, რაც საქართველოს გლობალურ კონტექსტში განხილვას ეფუძნება.

ამჟამად ყველა ჩვენგანი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის მოწმენი ვართ. რუსეთის იმპერიას ნიღაბი ჩამოსძვრა. მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები დაუფარავად ადანაშაულებენ რუსეთს ფაშიზმში, ხოლო პუტინს ჰიტლერს ადარებენ. ჩვენს თვალწინ საბჭოთა კავშირის აღდგენა ხდება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ცხადჰყო, რომ რუსეთთან მიმართებაში მსოფლიო საზოგადოებამ დაუშვა შეცდომები. მან ადექვატურად ვერ შეაფასა პუტინი, რუსი ხალხი და რუსული სახელმწიფოს იმპერიალისტური ზრახვები, სათანადოდ არ გააანალიზა რისკები ან ზოგ შემთხვევაში ერთგვარისირაქლემისპოლიტიკა განახორციელა და შესაბამისად, არ მიიღო სათანადო პრევენციული ზომები, რითაც ხელი შეუწყო იმას, რომ ცივილიზებულ სამყაროში საერთაშორისო სამართლის გვერდით შეიქმნარუსული სამართალი”, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულებების მუდმივად დარღვევას, პროგრესული საერთაშორისო საზოგადოების აზრის იგნორირებას, სხვისი ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის შებღალვასმშვიდობიანი” (სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მავთულხლართების საკუთარი სურვილისამებრ გაბმის) ან სამხედრო ინტერვენციის გზით და სხვისი ქვეყნის ნაწილების არა მხოლოდ ოკუპაციას,  არამედ საკუთარი ქვეყნისთვის მიერთებას

ისმის კითხვა, იყო თუ არა რუსეთის ქმედება პროგნოზირებადი? თქვენს ყურადღებას მსოფლიო საზოგადოების მიერ დაშვებულ რამდენიმე ძირითად შეცდომას მივაპყრობ:

შეცდომა 1:  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეგონათ, რომბოროტების იმპერიადაინგრა, რუსეთი ჩამოყალიბდა ცივილიზებულ სახელმწიფოდ, რომელმაც სამუდამოდ დაასამარა საკუთარი იმპერიალისტური ზრახვები, რის გამოც მსოფლიომმიიძინადა თვითდამშვიდებას მიეცა. იგივე მოსაზრებას ეფუძნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთთან განხორციელებულიპოლიტიკის გადატვირთვა”, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო.

შეცდომა 2:  არსებობდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რუსეთს მოძველებული სამხედრო ტექნიკა ჰქონდა და საომარ ქმედებებს არ წამოიწყებდა. სინამდვილეში რუსეთი ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანაა. როგორც წარსულში, ისე აწმყოშიც იგი უდიდეს ყურადღებას აქცევს სამხედრო რესურსების გაძლიერებას და მასზე დიდ თანხას ხარჯავს. თვალნათლივ დავინახეთ, რომ იგი საგარეო აგრესიულ პოლიტიკას უმრავლეს შემთხვევაში სწორედ სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ახორციელებს.

შეცდომა 3:  ხშირად გვესმის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პრობლემებს ქმნის პუტინი და არა რუსი ხალხი. ან კიდევ, არსებობს ორი რუსეთი, ერთი პროგრესული, მეორე რეგრესული. სამწუხაროდ, დღემდე სათანადოდ არ არის გაანალიზებული რუსი ხალხის ნაციონალისტური და იმპერიალისტური ზრახვები, ზნეობრივ-მორალური კატეგორიები, რაც მათ მუდმივად სხვა ერების  დაქვემდებარების სურვილს უჩენს. უკრაინის მაგალითზე თვალნათლივ დავინახეთ, რომ რუსეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ყირიმის უკრაინიდან გამოყოფისადა რუსეთთან მიერთების საკითხს და მრავალმილიონიან სახელმწიფოში მხოლოდ რამდენიმე პროგრესულად მოაზროვნე რუსი აღმოჩნდა, რომელმაც დაგმო საკუთარი ქვეყნის უკანონო ქმედება. დანარჩენებმა, უკრაინაში, რუსეთში და სხვა ქეყნებში მცხოვრებმა რუსებმა, კი მოიწონეს საკუთარი ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის თავისუფლების ხელყოფა. მიმდინარე მიტინგებზე მათ მიერ აფრიალებული საბჭოთა კავშირის დროშა სიმბოლურად კარგად გამოხატავს რუსი ხალხის ნებას. ასე, რომ რუსებმა არაჩვეულებრივად გაამართლეს გამოთქმა: “ქვეყანას ჰყავს ისეთი მთავრობა, როგორსაც იმსახურებს”.

შეცდომა 4:  "ჩავხედე პუტინს თვალებში და მივხვდი, რომ ეს ის კაცია, ვისაც შეიძლება ენდო” – თქვა ერთმა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკურმა ლიდერმა. მან პუტინში ის კაცი დაინახა, ვისი დანახვის სურვილიც ჰქონდა, სინამდვილეში კი მწარედ დასცილდა რეალობას. სწორედ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთი  პატივს არ სცემს მის მიერ დადებულ პირობას და არა ერთ საერთაშორისო ხელშეკრულებას ურცხვად არღვევს. სამწუხაროა, რომ მხოლოდ დღეს დაინტერესდნენ სხეულის ენის სპეციალისტები პუტინის პიროვნებით და დაადგინეს, რომ მიღებული ინტენსიური წვრთნის შედეგად პუტინი, სხვებისგან განსხვავებით, ახერხებს, რომ, ტყუილის თქმისას მის სხეულში კორტიზონის, “სტრესის ჰორმონი”-,  დონემ დაბლა დაიწიოს, ხოლო ენდორფინმა, “ბედნიერების ჰორმონმა”, მაღლა, რის საფუძველზეც ის ბლოკავს საკუთარისხეულის ენასდა მისი ტყუილი სხვებისთვის შეუმჩნეველი ხდება. მარტივი ენით რომ ვთქვათ, სხეულის ენის სპეციალისტების შეფასებით იგი პროფესიონალი მატყუარაა. მან, მართლაც, მოახერხა გაეცურებინა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ლიდერები და პოლიტიკოსები. მათ მხოლოდ ახლა შეამჩნიეს, რომპუტინი რეალურ სამყაროს მოწყვეტილია და ფაქტიურად სხვა სამყაროში იმყოფება”.

შეცდომა 5:  თავის დროზე სათანადო

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა