|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ყაჩაღობა" კანონის სახელით - რას აძალებენ ქუთაისში მოვაჭრეებს

ქუ­თა­ის­ში, მო­ვაჭ­რეები სა­გა­და­სახადო უწყების მხრი­დან ზე­წო­ლა­ზე საუბრობენ. მო­ვაჭ­რეების გან­მარ­ტებით, აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყება მათ ინდ. მე­წარ­მედ და­რე­გის­ტრი­რებას აძა­ლებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში, 500 ლა­რი­­ნი ჯარი­მებით ემუქ­რებიან.

„ბოლო ერ­თი თვის გან­მავ­ლობაში აქ­ტი­უ­რად მო­დი­ოდ­ნენ სა­გა­და­სახადოს თა­ნამ­შრომ­ლები და გვეუბნებოდ­ნენ,  ინ­დ.მე­წარ­მის საბუთი გაგ­ვე­კე­თებინა", - ამბობს ე.წ.  მწვანე ბაზრის მოვაჭრე. 

ქუ­თა­ის­ში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდებარე ე.წ. მწვა­ნე ბაზა­რი, შპს „ფა­რის" დაქ­ვემ­დებარებაში­ა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაზარ­ში, მა­ღა­ზი­ის ჩათ­ვლით, სულ 661 სა­ვაჭ­რო ობიექ­ტი­ა. აქე­დან, დახლებზე 564 მო­ვაჭ­რე მუ­შაობს.

დახლებზე მო­მუ­შა­ვე ვაჭ­რებზე ყოველ­დღი­უ­რი გა­და­სახადი 1 ლა­რი­დან 4 ლა­რამ­დე­ა. ტა­რი­ფის ღი­რებულება ად­გილ­მდებარეობის მიხედ­ვით გა­ნი­საზ­ღვრება.  მა­ღა­ზიების  ტე­რი­ტო­რია კი იჯარით არის გა­ცე­მუ­ლი.

თუ რამ­დენს  შე­ად­გენს იჯარის ღი­რებულების მი­ნი­მა­ლუ­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რი ფა­სი, „ფა­რის" დი­რექ­ტო­რი, ოლეგ არ­ღვნი­ა­ნი ამბობს, რომ ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი­ა. 

ბაზ­რის  ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ყოველ­დღი­უ­რი გეგ­მის მიხედ­ვით,  931 ლა­რი უნ­და შე­ვი­დეს. თუმ­ცა, არ­ღვნი­ა­ნის გან­მარ­ტებით, გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნებულ თანხაზე 289 ლა­რით ნაკ­ლები შე­დის. თუმ­ცა, თუ­კი ბაზარ­ში, მხოლოდ დახლებზე მო­მუ­შა­ვე მო­ვა­ჭე­რეების (564) რა­ო­დე­ნობას მათ მი­ერ ყოველ­დღი­ურ გა­და­სახადის სა­შუ­ა­ლო მო­ნა­ცემ­ზე (2 ლა­რი) გა­ვამ­რავ­ლებთ, დღე­ში მათ­გან მი­ღებული შე­მო­სა­ვა­ლი 1000 ლარს აჭარბებს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რებით ოლეგ არ­ღვნი­ა­ნი გან­მარ­ტავს, რომ ხშირ შემთხვე­ვა­ში ყვე­ლა მო­ვაჭ­რე ყოველ­დღი­უ­რად არ გა­მო­დის სა­მუ­შა­ოდ.  ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში იმა­საც გან­მარ­ტა­ვენ, რომ ბოლო ორი წლის გან­მავ­ლობაში  პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ამ იკ­ლო.

„2012 წლის არ­ჩევ­ნების შემ­დეგ, ჩვენს ბაზარ­ში რე­ა­ლი­ზა­ცი­ამ იკ­ლო და გეგ­მა თით­ქმის ვერ სრულ­დება. თუმ­ცა, ჩვენ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მა­ინც ვიხდით იმ გა­და­სახადებს, რომ­ლის გა­დახდა გვე­ვა­ლება", - გან­მარ­ტავს „ფა­რის" დი­რექ­ტო­რი, ოლეგ არ­ღვნი­ა­ნი.

 ბაზ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა, ქო­ნების, მო­გების, სა­შე­მო­სავ­ლო და კო­მუ­ნა­ლუ­რ გა­და­სახადებს იხდის. არ­ღვნი­ა­ნი გან­მარ­ტავს, რომ ყოველ­წლი­უ­რად, ცენ­ტრა­ლურ ბიუჯეტ­ში სა­შუ­ა­ლოდ, 35 000 ლა­რი შე­აქვთ.

„ეს ცო­ტა თანხა ნამ­დვი­ლად არ არის. მაგ­რამ თუ­კი ისე მოხდება რომ  ინ­დ.მე­წარ­მეობის გა­მო, მო­ვაჭ­რეები და­ტო­ვებენ ბაზარს, ბუნებრი­ვი­ა, ამ­დენს ჩვენც ვერ გა­და­ვიხდით", - გან­მარ­ტა­ვენ  ბაზ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

შპს „ფარ­ში" არ იწო­ნებენ  სა­გა­და­სახადო ინ­სპექ­ცი­ის მოთხოვ­ნას, ფი­ზი­კუ­რი პი­რების ინ­დ.მე­წარ­მედ  და­რე­გის­ტრი­რების თაობაზე. 

არ­ღვნი­ა­ნი ამბობს, რომ შე­მო­სავ­ლების ად­გი­ლობრივ სამ­სახურს, ერ­თი თვის წინ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, მი­ე­ღო გან­მარ­ტება, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე ითხოვ­დნენ მო­ვაჭ­რეების ინ­დ.მე­წარ­მედ და­რე­გის­ტრი­რებას.

„პა­სუხად კი მი­ვი­ღეთ, რომ ეს იყო მა­თი მხრი­დან კა­ნონ­შე­საბამი­სი ქმე­დება", - ამბობს არ­ღვნი­ა­ნი.

„ფა­რის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, შე­მო­სავ­ლების სამსახურს კი­დევ ერ­თი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა – თუ რა­ტომ მოხდა დაყოფა ად­გი­ლობრი­ვი და იმ­პორ­ტი­რებული პრო­დუქ­ტების?

„ა­მა­ზე კი პა­სუხი დღემ­დე არ მიგ­ვი­ღია", - აღ­ნიშ­ნავს „ფა­რის" დი­რექ­ტო­რი.

ბაზ­რის დი­რექ­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ზო­გა­დად ცუ­დი არ არის ის, რომ აქ­ტი­უ­რად მო­ვაჭ­რე ფი­ზი­კუ­რი პი­რი, და­რე­გის­ტრირ­დეს ინ­დ.მე­წარ­მედ. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ   მო­ცე­მულ შემთხვე­ვა­ში  მო­ვაჭ­რე  ორ­მა­გად დაბეგ­რი­ლი გა­მო­დის.

„ფა­რის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში პროგ­ნო­ზი­რებენ, რომ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მოთხოვ­ნა ბაზარს და საბოლო­ოდ, ბიუჯეტს და­ა­ზა­რა­ლებს. ბაზ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ის მო­ვაჭ­რეები, რომ­ლებიც დახლებზე მუ­შაობენ, იძუ­ლებულები გახდებიან გა­რე­ვაჭ­რობა და­იწყონ, რად­გან არ მოუხდეთ  თანხის გა­დახდა.

„ვფიქ­რობ, რომ ამ სა­კითხის მოგ­ვა­რება სა­კა­ნომ­დებლო დო­ნე­ზე უნ­და მოხდეს. უკე­თე­სი იქ­ნებოდა, ფი­ზი­კურ პი­რებს, მა­ნამ არ მოვთხოვოთ ინ­დ.მე­წარ­მეობა, ვიდ­რე ქა­ლაქ­ში თუ ქვეყანა­ში გა­რე­ვაჭ­რეობის პრობლე­მა დღის წეს­რიგ­ში ისევ დგას", - ამბობს ოლეგ არ­ღვნი­ა­ნი.

„სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ეკო­ნო­მის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის წარ­მო­მად­გენ­ლობის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პა­ა­ტა კლდი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტებით, ბაზარ­ში მო­მუ­შა­ვე მო­ვაჭ­რეები, რომ­ლებიც ეწე­ვი­ან სა­მე­წერ­მეო საქ­მი­ა­ნობას ვალ­დებულ­ნი არი­ან და­რე­გის­ტრდნენ ინ­დ.მე­წარ­მედ.

„ამ დრო­ის­თვის ისი­ნი და­რე­გის­ტრი­რების გა­რე­შე ეწე­ვი­ან სა­მე­წარ­მეო საქ­მეობას. ინ­დმე­წარ­მედ და­რე­გის­ტი­რების ვალ­დებულება სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­და­სახადო კო­დექ­სის მიხედ­ვით არის გან­საზ­ღვრუ­ლი", - ამბობს პა­ა­ტა კლდი­აშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, ნების­მი­ე­რი პი­რი, რო­მე­ლიც ეწე­ვა სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნობას ვალ­დებულია ბიუჯეტ­ში შე­ი­ტა­ნოს თანხა.

შემოსავ­ლების სამ­სახურის სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­სახურის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­მარ­ტებით, ფი­ზი­კუ­რი პი­რი, თუ ის ახორ­ცი­ე­ლებს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნობას, ვალ­დებულია კა­ნონ­მდებლობით დად­გე­ნი­ლი წე­სით და­რე­გის­ტრირ­დეს მე­წარ­მედ, მიუხედა­ვად იმი­სა, ახორ­ცი­ე­ლებს იმ­პორ­ტი­რებული სა­ქონ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მოებუ­ლის.

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა