|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიკ ჯაგერს გარდაცვლილმა საყვრელმა 9 მილიონი დოლარი დაუტოვა

ჯგუფ The Rolling Stones-ის ვოკალისტს მიკ ჯაგერს, გასულ კვირას გარდაცვლილმა საყვარელმა, დიზაინერმა ლორენ სკოტმა, მთელი თავისი ქონება დაუტოვა.

ანდერძის თანახმად, მუსიკოსი მიიღებს ლორენ სკოტის ბინას ნიუ-იორკში, რომლის ღირებულებაც 8 მილიონი დოლარია, ასევე საიუველირო ძვირფასეულობას, ავტომობილებს, ავეჯს და სხვა პირად ნივთებს, რომლებიც დაახლოებით 1 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ლორენმა ანდერძში აღნიშნა, რომ იგი არაფერს უტოვებს თავის ოჯახის წევრებს - დას და ძმას.

შეგახსენებთ, Rolling Stones-ის ვოკალისტის მიკ ჯაგერის მეგობარი ქალი ლორენ სკოტი მკვდარი იპოვეს. ყოფილმა მოდელმა მანჰეტენის საკუთარ აპარტამენტებში თავი ჩამოიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით იგი კარის სახელურზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მიკ ჯაგერის პრესმდივანმა განაცხადა, რომ მუსიკოსი, მეგობარი ქალის გარდაცვალების გამო, შოკურ მდგომარეობაშია. ლეგენდარული როკ-მუსიკოსის მიკ ჯაგერისა და დიზაინერ ლორენ სკოტის რომანი 13 წელი გრძელდებოდა.

მომზადებულია  kp.ru-ს მიხედვით

წყარო: "ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა