|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯაბა ზარქუა - "მოხეტიალე წიგნებში" მაკულატურას და ლიტერატურულ ნაგავს ნაკლებად ვაწყდები

რომენ გარის "თეთრი ძაღლი", შტეფან ცვაიგის "უცნობი ქალის წერილი", ნოდარ დუმბაძის "მარადისობის კანონი", ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობები, ერიკ ემანუელ შმიტის "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი", გრიგოლ აბაშიძის "ლაშარელა", სტივენ კინგის "მწვანე გზა", ჯ.რ.რ. მარტინის "სამეფოთა თამაშები"  და ა.შ. - ეს ის წიგნებია, რომლებიც ქუთაისში გაუშვეს სახეტიალოდ.

თამაშს სახელწოდებით  "იპოვე, წაიკითხე, მონიშნე, დადე – დაიმგზავრე წიგნები!" ბევრი ქალაქი, მათ შორის ქუთაისიც გამოეხმაურა. იდეა მწერალ ჯაბა ზარქუას ეკუთვნის.   თამაშის წესებიც მანვე დაადგინა პრინციპზე - თუ მკითხველი არ მიდის წიგნთან წიგნი მიდის მკითხველთან. როგორც სტატისტიკამ ანუ ფეისბუქზე "მოხეტიალე წიგნების" გვერდის მომწონებლების რიცხვმა, აჩვენა, წიგნებით თამაშის ეს წესები 38 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა. მომწონებელთა რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება. ფეისბუქზე ფიქსირდება აქტივობებიც, რომელთაც თამაშში ჩართულები ახორციელებენ.  "სახალისო და საინტერესო თამაშია, რომელმაც ბევრი ადამიანი გააერთიანა, თვაყურს ვადევნებდი რა საოცარი სისწრაფით იზრდებოდა დაინტერესებულთა რიცხვი, ჩემდა გასაოცრად და გასახარად. ეს პროექტი აერთიანებს უცხო ადამიანებს ძალიან კარგი პროპაგანდის ირგვლივ", - ამბობს მხატვარი ლია უკლება.

თამაშში ყველა ასაკისა და ტიპის მკითხველი ჩაერთო. თანაც "მოხეტიალე წიგნებმა" ერთი სასიამოვნო ტენდენციაც გამოავლინა, რომ სახეტიალოდ გაშვებულ წიგნებს შორის "მაკულატურას და ლიტერატურულ ნაგავს ნაკლებად ვაწყდები და ძირითადად მაღალი ხარისხის ავტორები და წიგნებია, რაც ძალიან მახარებს. რაც დრო გავა, ნაგვის ამ გზით მოშორების მცდელობები საერთოდ გაქრება, რადგან ხალხს შერცხვება ჭე კლასის მწერლის გაშვება სახეტიალოდ, მაშინ, როცა უმრავლესობა თავის საყვარელ, მაღალი დონის ოსტატებს გაიმეტებს იგივე მისიისთვის", -აღნიშნავს ჯაბა ზარქუა.

თუმცა წიგნის თუ კითხვის მისიონერების სიმრავლის მიუხედავად "პროზელიტებზე" და რეალურად "მოქცეულთა" სიმრავლეზე ილუზიებს ნაკლებად ავლენს იდეის ავტორი. "რახან ასეთი ამბები მოჰყვა მოხეტიალე წიგნების იდეას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წიგნებს ბევრი მკითხველი ჰყავთ. სამწუხაროდ, მკითხველი ისეთივე ცოტაა დღეს, როგორც 5 დღის წინ იყო – ანუ ამ მოძრაობის დაწყებამდე. ის, რომ ხალხი იწყებს თამაშს, სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მკითხველი ხდება. ჩვენ რომ 40 000 მკითხველი გვყავდეს, ზოგიერთი გაზეთი 100 000–იანი ტირაჟით ვერ გაიყიდებოდა", - მიაჩნია ჯაბა ზარქუას.

თუმცა იდეის ავტორი იმ დიდ შანსებზეც საუბრობს, რომელიც თამაშში ჩათრეულთ შეიძლება გაუჩნდეთ.

 "ეს თამაში აუცილებლად ჩაითრევს უფრო ბევრ ადამიანს და გაიზრდება შანსი, რომ ამ ადამიანებიდან ბევრი იქცეს ჭეშმარიტ მკითხველად და არა უბრალოდ მოთამაშედ. დროის ამბავია, მჯერა რომ ადრე, თუ გვიან ეს აუცილებლად  მოხდება", - აღნიშნავს ზარქუა. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა