|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ოდენობის ჯარიმა დაგეკისრებათ, თუ ბზობის დღესასწაულს უკანონოდ მოჭრილი ბზით შეხვდებით

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოქალაქეებს მოუწოდობენ, თავი შეიკავონ ბზის ხეების უკანონო მოჭრისაგან. 

როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე აღნიშნავს, კოლხური ბზა წარმოადგენს ენდემურ სახეობას და მნიშვნელოვან მერქნულ რესურსს. ამასთან, ამ მცენარეს ახასიათებს ბოლო წლებში შემცირების ტენდენცია. შესაბამისად, ხათუნა გოგალაძე საქართველოს მოსახლეობას ურჩევს, თავი შეიკავონ ბზის მოჭრისაგან, რადგან კოლხური ბზა შეტანილია წითელ ნუსხაში და მათი უკანონოდ მოპოვება კანონით ისჯება. 
მინისტრის განცხადებითვე, კანონმდებლობის მიხედვით, უკანონოდ მოჭრილი ბზის გამოვლენის შემთხვევაში პირი 200-დან 500 ლარამდე თანხით დაჯარიმდება, თუ ზიანი 1 000 ლარს გადააჭარბებს, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება. 
გოგალაძის განმარტებით, მათ ბზობის დღესასწაულის გამო არ სურთ პირთა დასჯა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამდენად, მოქალაქეებს მოუწოდებენ დღესასწაულზე თავი შეიკავონ ბზის ხეების მოჭრისაგან. 
წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა