|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უძილობა ტვინს ხუთი წლით აბერებს

უძილობა საგრძნობლად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე, ცუდი ძილი დემენციის საწინდარია, იგი აბერებს ტვინს სულ ცოტა 5 წლით - თვლიან ამერიკელი მეცნიერები სან-ფრანცისკოდან.

კვლევის პროცესში მეცნიერები სწავლობდნენ ქრონიკული უძილობის მქონე პაციენტების თავის ტვინს და ადარებდნენ იმ ადამიანების ტვინს, რომლებსაც ძილთან დაკავშირებული პრობლემა არ ჰქონდათ. შედეგებმა აჩვენა, რომ იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ხანგრძლივობისაა ეს დარღვევა, მძიმე უძილობის მქონე ადამიანებს აღმოაჩნდათ რუხი ნივთიერების სიმკვრივის ყველაზე მეტად გამოხატული დაქვეითება.

მკვლევარები თვლიან, რომ უძილობას თან ახლავს ფსიქიკის პრაქტიკულად ყველანაირი დარღვევა, რომელიც უკავშირდება რუხ ნივთიერებას. ეს არის ფსიქიკური დარღვევების ან ზოგადად მაღალი დონის სტრესის საერთო სიმპტომი.
მოცემული კვლევის შედეგებმა დაასაბუთა, რომ შორსწასული უძილობა ასევე დამატებითი რისკების მატარებელია, კერძოდ ის დამღუპველად მოქმედებს ტვინის მიკრისტრუქტურებზე.

მომზადებულია rg.ru-ს მიხედვით

წყარო: "ინფო9"


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა