|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში დასაქმება კვლავ ოცნებად რჩება

საქართველოში უმუშევრობის დაძლევა მთავრობის უმთავრეს პრობლემად ამ დრომდე რჩება. თუმცა, სამუშაო ადგილების შექმნა ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო, რომლის გადაჭრის პირობას, ახალი ხელისუფლება მთავრობაში მოსვლის დღიდანვე დებდა.

ქუთაისში, შერჩევითობის პრინციპით „ახალი გაზეთის“ მიერ, ( 35–45 წლამდე ასაკის) ქუჩაში გამოკითხული 20 ადამიანიდან, 15 დაუსაქმებელია. აქედან, დასაქმების სურვილი მხოლოდ 4–ს არ აქვს, ხოლო დანარჩენს - სამუშაო ადგილი.

„პროფესიით ისტორიკოსი ვარ, მაგრამ არასოდეს მიმუშავია. არადა, სურვილი ყოველთვის მქონდა. სკოლებში მუშაობის დაწყება ისე ჭირს, გეგონება თეთრ სახლში შედიოდე“, – ამბობს ქუთაისში მცხოვრები, ეკა გაგუა. ის ამბობს, რომ დასაქმება უკვე ოცნებად ექცა. ეკა გიგუას თქმით, უკვე მნიშვნელობა არ აქვს, სად იმუშავებს, მთავარია დასაქმდეს. გაგუა ამბობს, რომ სკოლების გარდა, სხვადასხვა ტიპის ოფისებსაც მიმართა. თუმცა, ყველამ სამუშაო გამოცდილება მოსთხოვა. გაგუას მსგავსად, სამუშაოს ადგილს წლებია ეძებს ქუთაისში მცხოვრები, პროფესიით ეკონომისტი ნათია ჯიმშელიშვილი. ის ამბობს, რომ ქალაქში არსებულ ტანსაცმელების ერთ–ერთ მაღაზიშიც კი არ მიიღეს, გამოცდილების გარეშე. „გავგიჟდი, არ მეგონა თუ ტანსაცმლის გაყიდვაშიც გამოცდილებას მომთხოვდნენ. ოდესმე თუ არ დაიწყე მუშაობა, გამოცდილება როგორ გექნება. რა ქვეყანაში ვცხოვრობთ“, – ამბობს ნათია ჯიმშელეიშვილი. საქართვლოში უმუშევრობის მოგვარების მიზნით, ორი წლის წინ დასაქმების სამინისტრო შეიქნა, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე თვე, დაუსაქმელთა აღწერაზე იმუშავა. 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, თეა სტურუას განმარტებით, მიმდინა წელის აპრილის თვიდან იგეგმება დასაქმების მსურველებთან ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გაწევა. „აღნიშნული კონსულტაციები ემსახურება შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებელთა ქცევის წესების გაცნობასა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ასევე, იგეგმება პროფესიული სწავლების ორგანიზებაც“, – ამბობს თეა სტურუა. დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე worknet.gov.ge–ზე დასაქმების მაძიებელი ქვეყნის მასშტაბით, 6700 ადამიანია რეგისტრირებული. საიდანაც იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულთა რაოდენობაა - 1014, ამ რაოდენობაში ლიდერობენ ქუთაისი, სამტრედია და ზესტაფონი. დასაქმების დეპარტამენტის ინფორმაციით, სისტემაში არსებული მონაცემების (6700 ჩანაწერის) მიხედვით, სამუშაოს მაძიებელთა მნიშვნელოვან უმრავლესობას დასაქმება სურს მაღალკვალიფიციურ საოფისე ტიპის სამუშაოებზე. მაგალითად, ბანკები, ოფისები, სახლემწიფო სამსახურები, კომპანიების სათაო ოფისები. შედარებით მცირე ნაწილისთვის მისაღებია ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო.

თუმცა ფაქტია, რომ მთავრობა დასაქმების მაძიებლებს ამ ეტაპზე სამუშაო ადგილების ნაცვლად, შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებელთა ქცევის წესების გაცნობასა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას სთავაზობს.

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა