|
  • EUR 1 = GEL 3.546
  • USD 1 = GEL 3.2413
|

მედიკო­სები ვა­ნის სა­ა­ვადმყოფო­ზე - პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნას კბილებიდან ოფ­ლის­ დე­ნის ხარჯზე ვახერხებთ

ამორ­ტი­ზებული სა­ა­ვადმყოფო, დან­გრე­ვის პი­რას მყოფი პა­ლა­ტები, მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მები და პა­ცი­ენ­ტის­თვის გა­დარ­ჩე­ნის უმ­ცი­რე­სი შან­სები- ეს ის პრობლე­მებია, რო­მე­ლიც ვა­ნის სა­ა­ვადმყოფო­ში მე­დი­კო­სებსა და პა­ცი­ენ­ტებს ერ­თდრო­უ­ლად აწუხებთ.
იხილეთ ფოტო 
ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერ­თა­დერ­თი სა­ა­ვადმყოფო, რომ­ლის იმე­დიც კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ციებში რა­ი­ო­ნის 38 ათა­სი­ან მო­სახლეობას უნ­და ჰქონ­დეს, 6 წე­ლია ამორ­ტი­ზებული­ა.
სა­ა­ვადმყოფოს ავა­რი­ულ მდგო­მა­რეობაზე, "ახალ გა­ზეთ­თან" და­წე­სებულებაში მო­მუ­შა­ვე მე­დი­კო­სები საუბრობენ.
მე­დი­კო­სების თქმით, სა­ა­ვადმყოფოს სა­მე­დი­ცი­ნო პა­ლა­ტები ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას უძ­ლებენ. მა­თი­ვე გან­მარ­ტებით, და­წე­სებულებაში სა­დაც, სულ 50 თა­ნამ­შრო­მე­ლია და­საქ­მებული, ტექ­ნი­კურ აღ­ჭურ­ვი­ლობაზე რომ არა­ფე­რი ით­ქვას, სა­ნი­ტა­რულ პი­რობებში ხელის დაბანაც შე­უძ­ლებელი­ა.
"პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნას კბილებიდან ოფ­ლის დე­ნის ფა­სად ვახერხებთ, რად­გან პა­ცი­ენ­ტის სი­ცოცხლის და­ნა­კარ­გი­სა და უზარ­მა­ზა­რი ნერ­ვი­უ­ლობის ფა­სად გვიჯდება ავადმყოფის მი­ღება. შე­ნობა სრუ­ლი­ად ამორ­ტი­ზებული­ა, პა­ლა­ტები კი გა­სა­ცო­და­ვებული. რო­ცა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რეობაში შე­მო­დის პა­ცი­ენ­ტი  და მი­სი მოვ­ლა 3-4 სა­ა­თით გვი­წევს, ვიდ­რე კა­ტას­ტრო­ფა მო­ვა, ეს დრო პა­ცი­ენ­ტის სი­ცოცხლის დი­დი და­ნა­კარ­გი­ა. შე­საბამი­სად, რაც ამ საა­ვადმყოფო­ში ხდება, და­ნა­შა­უ­ლია რო­გორც პა­ცი­ენ­ტის, ასე­ვე ექი­მის წი­ნა­შე," - ამბობენ ვა­ნის სა­ა­ვადმყოფოს მე­დი­კო­სები.
ვა­ნის სა­ა­ვადმყოფოს თა­ნამ­შრომ­ლების თქმით­ვე, მიუხედა­ვად იმი­სა, რომ სა­ა­ვადმყოფო­ში მხოლოდ ამბულა­ტო­რი­უ­ლი და გა­და­უ­დებელი პირ­ვე­ლა­დი ნა­წი­ლი მუ­შაობს, ექი­მებს მა­ინც ყვე­ლა ტი­პის პა­ცი­ენ­ტის მი­ღება უწევთ.
"ვღებულობთ ყვე­ლა ტი­პის ავადმყოფ­ს. ქუ­ჩა­ში ხომ ვერ გა­ვუშ­ვებთ პაციენტს. რო­ცა გაჭირებული ადამიანი ჩვენ­თან მო­დის, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ის უმ­ძი­მეს მდგო­მა­რეობაშია და სხვა­გან წა­სას­ვლე­ლი არა აქვს. სხვა შემთხვე­ე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტი ამ­ სა­ა­ვადმყოფო­ში არ მო­ვა," - ამბობენ ვა­ნის სა­ა­ვადმყოფოს მე­დი­კო­სები.
ვა­ნის სა­ა­ვადმყოფოს მე­დი­კო­სები ად­გი­ლობრი­ვი და ცენ­ტრა­ლუ­რი ხელი­სუფ­ლებიდან დრო­ულ ყურად­ღებას ითხოვენ.
"ჩვე­ნი მოთხოვ­ნა­ა, რომ ეგებ დრო­უ­ლად მოგვხედონ და იქ­ნებ ისე არ და­ვამ­თავ­როთ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მოღ­ვა­წეობა, რომ ვე­ღირ­სოთ ნორ­მა­ლურ პი­რობებს და გა­მარ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულებას," - ამბობენ მე­დი­კო­სები.
რო­გორც ვა­ნის ად­გი­ლობრივ საკ­რებულო­ში გან­მარ­ტა­ვენ, მათ­თვის ვა­ნის სა­ა­ვადმყოფოს პრობლე­მები კარ­გად ნაც­ნობი თე­მა­ა.
"ჩვენ­თან სა­ა­ვადმყოფო ფაქტობრივად არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ა­მორ­ტი­ზებულია შე­ნობა და რა­ი­ო­ნის მო­სახლეობას ჯან­მრთე­ლობის მო­სა­წეს­რი­გებლად სხვა ქა­ლა­ქებში გა­დას­ვლა უწევთ. ამ შენობის სა­კითხზე,­რო­გორც ვი­ცი დაწყებულია მუ­შაობა და მიმ­დი­ნა­რეობს მოკ­ვლე­ვა," - ამბობს ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რებულოს სა­მან­და­ტო, საპ­რო­ცე­დუ­რო და ეთი­კის კო­მი­სი­ის­თავმჯდო­მა­რე ნი­ნო ჩახუნაშ­ვი­ლი.
მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტების­თვის პრობლე­მების შემ­სუბუქების მიზ­ნით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რებულოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ვან­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია მო­ეწყო. 
აქ­ცი­ის ფარ­გლებში, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­სახლეობა ექი­მებმა უსასყიდ­ლოდ გა­სინჯეს.
"ვანის მუნიციპალიტეტის საკ­რებულოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, რეს­პუბლი­კუ­რი სა­ა­ვადმყოფო­დან ექი­მები ჩა­მო­ვიყვა­ნეთ, რომ­ლებმაც ქველ­მოქ­მე­დების ეგი­დით იმუ­შა­ვეს რა­ი­ონ­ში და მო­სახლეობას სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ციები გა­უ­წი­ეს. ასე­ვე მო­სახლეობას და­უ­რიგ­დათ მე­დი­კა­მენ­ტები," - გან­მარ­ტავს ნინო ჩახუნაშ­ვი­ლი.
საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა ვანში, ვა­ნის მკვიდ­რის, ამჟამად საზ­ღვარ­გა­რეთ მცხოვ­რები ბიზ­ნეს­მე­ნის­,გი­ორ­გი ჩახუნაშ­ვი­ლის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით განხორ­ცი­ელ­და.

ავტორი: ანა ჯანაშია