|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

აღლუმის რეპეტიცია ქუთაისში

ქუთაისში, 26 მაისს გასამართი სამხედრო აღლუმისთვის რეპეტიციებს გადიან.

ახალი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, გუშინ, გვიან ღამით გადაიკეტა და აღლუმის რეპეტიცია, ამ დრომდე მიმდინარეობს.

ქვეითი ჯარის გარდა, აღლუმში სახმელეთო და საჰაერო ტექნიკა მონაწილეობს.

26 მაისს აღლუმზე,   წელს, პირველად, ქართული წარმოების ახალი ტექნიკა – ,,ლაზიკა“ და უპილოტო თვითმფრინავები გამოჩნდება.

,,დღეს რეპეტიციაა აღლუმისთვის, რომელიც ბევრად უფრო სანახაობრივი და ლამაზი იქნება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ წინა წლის აღლუმისგან განსხვავებით, სადაც მონაწილეობდა მხოლოდ ერთი ტიპის ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა, წელს, რაოდენობა გაიზარდა და გამოვა სხვადასხვა ტიპის ქართული წარმოების ტექნიკა, როგორიც არის ლაზიკა, საარტილერიო დანადგარები, უპილოტო თვითმფრინავები. ეს ძალიან საამაყოა არამარტო სამეხდროებისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის“ - აღნიშნა სახმელეთო ჯარების მთავარმა სარდალმა, უფროსმა სერჯანტმა გორგაძემ.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე