|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაყუთის" შოვ­ნის ახალი წე­სი - ქუ­თა­ის­ში არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი პარ­კი­რების ად­გი­ლები ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხდება

ქუ­თა­­სის მე­რი­ამ, რო­მე­ლიც პარ­კი­რების ად­გი­ლების ერთ ლო­ტად გაყიდ­ვის ინი­ცი­­ტი­­რი­ა, ქა­ლა­ქის მას­შტაბით ავ­ტო­სად­გო­მების­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტე­რი­ტო­რიები გან­საზ­ღვრა. მე­რი­ის მი­ერ დად­გე­ნილ პარ­კი­რების ახალ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ის ტე­რი­ტო­რიებიც მოხვდნენ, რომ­ლებიც აქამ­დე არა­­ფი­ცი­­ლუ­რად მოქ­მე­დებდნენ.

ხალი წე­სის მიხედ­ვით, ქუ­თა­ის­ში სულ პარ­კი­რების 182 ად­გი­ლი გა­ნი­საზ­ღვრა, რო­მელ­თა­გან 126 სა­ერ­თო სარ­გებლობისა­ა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სპე­ცი­­ლუ­რი ად­გი­ლების კა­ტე­გო­რი­ას მი­­კუთ­ვნება.

2012 წლის მო­ნა­ცე­მებით, მე­რი­ას 31 მოქ­მე­დი და 24 უმოქ­მე­დო პარ­კი­რების ად­გი­ლი ჰქონ­და ­გაიჯარებული­. ­სე­ვე, არა­­ფი­ცი­­ლუ­რად მოქ­მე­დი 17 ად­გი­ლი იყო რე­გის­ტრი­რებული პარ­კი­რებად, ხოლო რე­გის­ტრი­რებულ 16 ად­გილ­ზე ავ­ტო­სად­გო­მები არ ფუქ­ცი­­ნი­რებდა. ამა­ვე პე­რი­­დის მო­ნა­ცე­მებით, 14 ად­გი­ლის იჯარით გა­ცე­მა იყო შე­საძ­ლებელი პარ­კი­რებად.

რო­გორც გა­ირ­კვა, ქუ­თა­ის­ში არა­­ფი­ცი­­ლუ­რად მოქ­მე­დი პარ­კი­რების ად­გი­ლების უმე­ტე­სობა, მე­რი­ის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ ახალ ჩა­მო­ნათ­ვალ­შიც არის მოხსე­ნიებული. მა­გა­ლი­თად, ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, კლი­ნი­კა "ელჯის" წინ და ჭავ­ჭა­ვა­ძის უნი­ვერ­მა­ღის შე­ნობის და­სავ­ლე­თით მდებარე ტე­რი­ტო­რიები, რომ­ლებიც მა­ნამ­დე არა­­ფი­ცი­­ლუ­რად ფუნ­ქცი­­ნი­რებდნენ.

პარ­კი­რების ად­გი­ლების გან­საზ­ღვრა­ში ერ­თდრო­­ლად მე­რი­ის რამ­დე­ნი­მე სამ­სახური იყო ჩარ­თუ­ლი. ტრან­სპორ­ტის სამ­სახურის უფ­რო­სის, ნი­კა­ კე­პუ­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრან­სპორ­ტის სამ­სახური პარ­კი­რების ად­გი­ლების შერ­ჩე­ვა­ში იმ მო­ტი­ვით მო­ნა­წი­ლეობდა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ად­გი­ლები სა­ქა­ლა­ქო სა­ავ­ტობუსო და სა­მარ­შრუ­ტო გა­ჩე­რებებს არ დამთხვე­­და. კე­პუ­ლა­ძის გან­მარ­ტებით, ახალი სის­ტე­მა ერ­თი შეხედ­ვით თბილი­სი­სა და ბათუ­მის ანა­ლო­გი­­რი­ა, თუმ­ცა გა­ცი­ლებით უფ­რო დახვე­წი­ლი და ქუ­თა­ის­ში მო­სახლეობის სო­ცი­­ლურ პი­რობებზე­­ მო­­გებული.

ქუთაისის საკ­რებულოს სხდო­მა­ზე, პარ­კი­რების ად­გი­ლების განხილ­ვი­სას, უმ­ცი­რე­სობის დე­პუ­ტა­ტების მხრი­დან­, პო­ლი­ტი­კუ­რი განცხადებები გა­კეთ­და. საკ­რებულოს "ნა­ცი­­ნალ­მა" დე­პუ­ტატ­მა, გია უკ­ლებამ პარ­კი­რების ახალი წე­სის უკან მოქ­მე­დი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნების ბიზ­ნე­სი­ტე­რე­სებზე ისაუბრა. რო­გორც უკ­ლებამ გა­ნაცხადა, პარ­კი­რების ერთ ლო­ტად გა­ტა­ნა ხელი­სუფ­ლების­თვის "მაყუთის" შოვ­ნის ახალი ხერხია.

"პარ­კი­რების ახალი სქე­მით გინ­დათ ბიზ­ნე­სი აიწყოთ. ეს პრო­ექ­ტი არის ბუნ­დო­ვა­ნი, რად­გან რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ად­გი­ლებიც კი არაა ბოლომ­დე გან­საზ­რვრუ­ლი. გარ­და ამი­სა, პარ­კინ­გი ძვირ­დება და 50 თეთ­რი ხდება. კითხეთ ხალხს, რამ­დე­ნად მოს­წონთ ეს? ეს პრო­ექ­ტი თბილი­სის "სი­თი პარ­კი­დან" გად­მო­­ტა­ნეთ, რის­თვი­საც ახლა თბილი­სის ყოფილ მერს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან პრობლე­მები აქვს. ვერ ხედავთ, რა დარ­ღვე­ვები აღ­მო­­ჩი­ნეს ამ კომ­პა­ნი­ას, ასე რომ მი­სი ერ­თლო­ტად გა­ტა­ნა არის "მაყუთის" შოვ­ნის ახალი სქე­მა, სხვა არა­ფე­რი," - გა­ნაცხადა გია უკ­ლებამ.

ქა­ლა­ქის აღ­მას­რუ­ლებელი ხელი­სუფ­ლება პარ­კი­რების სა­კითხში საკ­რებულოს სა­ფი­ნან­სო-სარ­ვი­ზიო კო­მი­სი­ის ყოფილ­მა თავმჯდო­მა­რემ, გო­გი­ტა გო­გე­ლაშ­ვილ­მაც გა­აკ­რი­ტი­კა.­ რო­გორც გო­გე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­­ზე პარ­კი­რების სა­ერ­თო და სპე­ცად­გი­ლების გან­საზ­ღვრი­სას მე­რია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას­თან შე­თანხმებული არ ყოფი­ლა. მი­სი მტკი­ცებით, თვით­მმარ­თვე­ლობას აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებში სა­პარ­ტუ­ლო პო­ლი­ცი­ის ჩარ­თვას "სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი სა­ავ­ტო­მობილო გზების შე­სახებ"  ავალ­დებულებს.

გო­გე­ლაშ­ვი­ლი აცხადებს, რომ მან პარ­კი­რების ახლა წეს­თან და­კავ­ში­რებით­ ქა­ლა­ქის აღ­მას­რუ­ლებელ ხელი­სუფ­ლებას კითხვებით, ჯერ კი­დევ კო­მი­სი­ის თავმჯდო­მა­რეობის დროს, 2014 წლის 30 იან­ვარ­ მი­მარ­თა. გი­გე­ლაშ­ვი­ლის განცხადებით, მან  მე­რი­ის­გან პა­სუხი 21 დღის შემ­დეგ­ მი­­ღო, რა­საც

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა