|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტიქია ქუთაისში - დატბორილია ფოთის, განჯის და წერეთლის ქუჩები[PHOTO]

სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი შეხვდა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მისი თქმით, სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებოდნენ.


”მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობდნენ, რათა მოსახლეობისთვის დროული დახმარება გაეწიათ. დღეის მდგომარეობით,  დატბორილია ფოთის, განჯისა და წერეთლის ქუჩები. განსაკუთებით რთული მდგომარეობა იყო ფოთის ქუჩაზე, თუმცა ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და გრძელდება სამუშაოები”,- განაცხადა ერემეიშილმა.


უხვი ნალექის შედეგად წყალი საცხოვრებელი სახლის სარდაფებსა და პირველ სართულებზე შევიდა. დაიტბორა როგორც სამანქანო გზები, ასევე მოსახლეობის ეზოები.


ქალაქის ქუჩებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დრომდე გრძელდება.


ადგილზე მუშაობენ საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები, ასევე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისებისა“ და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ბრიგადები.

    

                            

 

      

507 × 376

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა