|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტიქიის გამო რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას პრობლემები არ შეექმნება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხარაგაულში მდინარე ძირულას ადიდების შედეგად გამოწვეული სტიქიით რიკოთის უღელტეხილის მშნებლობას პრობლემები არ შეექმნება.

როგორც ალექს პრედეინმა განმარტა, მოვარდნილი წყალი არსებულმა მილებმა ვერ გაატარა, პრობლემა, სავარაუდოდ, მათი ზომების სიმცირემ გამოიწვია, რისთვისაც ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიას რეკომენდაცია მიეცემა ბეტონის მილების დამატების შესახებ.

,,დიდი არ არის ზარალი. ორი ერთეული ტექნიკა არის წყალში ჩარჩენილი და დაზიანებულია ხიდები, რომლებიც კომპანიას შიდა მოხმარებისთვის ესაჭიროებოდა, რომლებიც მათი ბიუჯეტით იყო აშენებული. როგორც ჩანს, კომპანიის წარმომადგენლება ვერ გათვალეს მდინარის ადიდების მასშტაბები და შესაძლოა, ცოტა მცირე ზომისაა ბეტონის მილები, რომელზეც ხიდებია განთავსებული. ამიტომ გავცემთ რეკომენდაციას, რომ მილები დაამატონ. მშენებლობას პრობლემები არ შეექმნება, შესაბამისად, კომპანიის მიმართ რამე სახის ჯარიმაზე საუბარი არ არის"- განაცხადა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ალექს პრედეინმა.

უხვმა ნალექმა ხუნევის, ვეტყვიჭალისა და უბისა - შორაპნის გზის სოფელ მაქათუბნის მონაკვეთების მიმდებარე ტერიტორიები დააზიანა, სადაც სამშენებლო სამუშაოებს ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპნაია აწარმოებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა