|
  • EUR 1 = GEL 2.998
  • USD 1 = GEL 2.5405
|

„შემოდგომის ლეგენდა“ -სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ დაიწყო. კონკურსი მეცხრედ ჩატარდება და მასში თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან. კონკურსში სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ.

პროზაული ნაშრომი – მოთხრობა ან ნოველა (შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია. 

უნივერსიტეტის ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზებს გამარჯვებული სამეული მიიღებს:

I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო
II ადგილი – 700 ლარი
III ადგილი – 500 ლარი

მონაწილეობის მსურველებმა, 18 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, კონკურსის ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გააგზავნოთ: შევსებული ანკეტა

წელს ლეგენდის ფინალური ტური ბაკურციხეში მდებარე ევროპული სტილის კომპლექსი, სარაჯიშვილების საგვარეულო მამული – „მაროშენი“ მოეწყობა.

 

studinfo.edu.aris.ge

ავტორი: ნიუპრესი