|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროექტის „სუფთა გარემო ჩვენი კეთილდღეობისთვის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

პროექტის „სუფთა გარემო ჩვენი კეთილდღეობისთვის“ შემაჯამებელი შეხვედრა დღეს ნიმდის ოფისში გაიმართა.

პროექტი სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მიერ იყო დაფინანსებული, რომელიც ხონში რამდენიმე აქტივობას მოიცავდა.

პროექტის კოორდინატორის მარიკა ვაჭარაძის განცხადებით,  პროექტის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების და საინფორმაციო აქციები, დაიბეჭდა და მომზადდა ხონის ტურისტული რუკა ქართულ და ინგლისურ ენაზე. ასევე სოფელ კინჩხაში წყალვარდნილთან მისასვლელ გზაზე დაიდგა მოსასვენებელი სკამები, ნაგვის ურნები და საინფორმაციო დაფები ინგლისურ-ქართულ ენაზე.

„პროექტში ბევრი მოხალისე ჩაერთო, მათი თანადგომით ჩვენ შევეცადეთ ხონში კინჩხის კანიონთან და წყალვარდნილთან მისასვლელი გზა ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი ყოფილიყო. პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა „ჯეოსელმა“, რომელმაც უზრუნველყო დასუფთავების აქციებისთვის საჭირო ინვენტარით. რაც შეეხება, ურნებს და მოსასვენებელ სკამებს, ეს ორკილომეტრიან გზაზე გადანაწილდა, რაც ფეხით მოსიარულე ტურისტს დამატებით კომფორტს შეუქმნის. ტურისტული რუკა კი მათ მრავალფეროვან ინფორმაციას მიაწოდებს ხონის მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ“,- აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა.

პროექტი 5 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, რომელშიც მედიის, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა