"სუფთა ხელებით და სუფთა წარსულით" - აქცია ქუთაისის მერიასთან
სუფთა ხელებით და სუფთა წარსულით-ამ დევიზით გაიმართა ქუთასიის მერიასთან აქცია. სამოქალაქო მოძრაობების წევრებმა და სტუდენტებმა მერიასთან სუფთა ფურცლები მიიტანეს, ნიშნად მათი სუფთა წარსულისა.
მათი თქმით, ხელისუფლების წევრები გამიზნულად ახდენენ ახალგაზრდების პროტესტის მარგინალიზაციას.
"სუფთა ხელებით და სუფთა წარსულით ვართ, ამიტომ მოვიტანეთ სუფთა ფურცლები. მიზანმიმართულად ახდენენ ჩვენს მარგინაზლიაციას, რომ არ გაგრძელდებს პროტესტი. სირცხვილია, ჩვენ გვიწოდებენ ცუდი წარსულის ადამიანებს, ჩვენ არ ვართ სისხლის მსმელები, ვართ სტუდენტები და ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის, მოგვეცით გამოხატვის თავისუფლება და ნუ გვიწყობთ პროვოკაციებს", -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
აქციის მსვლელობის დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე მოქალაქემ აქციის მონაწილეებს მართული და "ნაციონალების მხარდამჭერი" უწოდა, რასაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოყვა.
მერიასთან შეკრებილმა სტუდენტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აქციების დროს დაკავებულებს და დღეს იმ ადამიანების სახელები და გვარები წაიკითხეს, რომელთაც, მათი თქმით, აქციის ჩაშლის მიზნით, გუშინ პროვოკაცია მოაწყვეს.
ახალგაზრდების თქმით, აქციები გაგრძელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა