|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ასე რადიკალურად არც ოკუპანტ ქვეყანას უნდა დავუპირისპირდეთ" - ნიკა ლატარია

 "ცოტა დარჩა და დაგვემხობა ეკონომიკა თავზე", -წერს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია თავის ფეისბუკ გვერდზე.  ის  ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებს აქციებს უკავშირებს. 

"მოდით, მეგობრებო, კიდევ მეტი აქციები გავაჩაღოთ, არ დავინდოთ ერთმანეთი და მწარეთ ვაგინოთ პუტინს. ცოტა დარჩა და დაგვემხობა ეკონომიკა თავზე. მეტი ადამიანი დარჩება მშიერი ამ ქვეყანაში და მეტი ქართველი გაიქცევა აქედან. სულ ცოტა კიდევ მოვინდომოთ და დავამთავრებთ საქართველოს. მერე დავჯდეთ ერთად და ვიტიროთ", - წერს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე.

"ნიუპრესი" ნიკა ლატარიას დაუკავშირდა.  მისი თქმით, ასე რადიკალურად დაპირისპირება არც ოკუპანტ ქვეყანასთან ვარგა. 

"ძალიან მაღელვებს,  რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში,  ეკონომიკური თვალსაზრისით ვგულისხმობ, ლარის კურსი კურსი მკვეთრად დაეცა.  ძალიან მაწუხებს, რომ ტურისტების კლება იქნება ჩვენს ქვეყანაში და თავისთავად ეს გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ პრობლემებს ეკონომიკური კუთხით, მეტ ემიგრანტს...  ჩემი აზრით,  ასე რადიკალურად არც ოკუპანტ ქვეყანას უნდა დავუპირისპირდეთ,  სასურველი იქნება, თუ ასეთი სიძულვილით არ დავუპირისპირდებით ქართველები ერთმანეთს"-განაცხადა მან. 

"ნიუპრესის" კითხვის პასუხად, ლატარიამ აღნიშნა, რომ  ლარის გაუფასურების პროცესი 20 ივნისამდეც დაწყებული იყო, თუმცა, მისი თქმით,   ეს პროცესი შემდეგ უფრო გაღრმავდა.

"ლარის გაუფასურების პროსესი მანამდეც დაწყებული იყო, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ასეთი რყევებია, რაც ბოლო 2 კვიირაა მიმდინარეობს, ეს კიდევ უფრო მეტად აუიფასურებს ლარს და ეკონომიკას ურტყამს. თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი სანქციებს მხარს არ უჭერს და ამან იქნებ ცოტა უფრო მსუბუქად გადაგადაგვატანინოს ეს პროცესები", -განუცხადა ლატარიამ "ნიუპრესს".

შეგახსენებთ, ნიკა ლატარია პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა. მისი ოჯახი სხვადასხვა ბიზნესობიექტების მფლობელია. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე