|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,სულ რამდენიმე დეტალი დარჩა შესათანხმებელი" - ქუთაისის მერი "ტორპედოს" ინვესტირების შესახებ

"სულ რამდენიმე დეტალი დარჩა შესათანხმებელი,  შეთანხმების შემთხვევაში იტალიელები მზად არიან "ტორპედო" გადაიბარონ" ,- ამის შესახებ ქუთაისის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.  

გიორგი ჭიღვარიამ  დაადასტურა,  რომ გასულ კვირას პოტენციურ ინვესტორსა და ქალაქის და მხარის პირველ პირებს შორის დიალოგი შედგა, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

"ველოდებით ჩვენც, სულ რამდენიმე დეტალი დარჩა შესათანხმებელი. შეთანხმების შემთხვევაში უკვე იტალიელები მზად არიან რომ ტორპედო გადაიბარონ და ჩადონ ინვესტიცვია ჩვენს გუნდში და მის განვითარებაში. იყვნენ ისინი ჩამოსულები ქუთაისში, გავაცანით ჩვენი პირობები, მოვისმინეთ მათიც. ახლა უკვე ველოდებით, ვნახოთ, როგორ დასრულდება, ყველას სურვილია, რომ ტორპედოს საკითხი დადებითად გადაწყდეს. როგორც სამხარეო ადმინისტრაცია და ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდეს", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა