|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სუნელებზე დაწესებულ რეგულაციებს ქუთაისში მოვაჭრეები აპროტესტებენ

ქუთაისში, "მწვანე ბაზრის" მოვაჭრეების ნაწილმა აქცია გამართა. სუნელებით მოვაჭრეები მთავრობის ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლითაც მოვაჭრეების მუშაობაზე შეზღუდვა უწესდებათ. კერძოდ, იკრძალება ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება.

მოვაჭრეების განცხადებით, რეგულაციების გამო ისინი მუშაობას ვერ შეძლებენ. მათი თქმით, მომხმარებელი სხვადასხვა წონის და ფასის საკმაზს ყიდულობს, რის გამოც წინასწარ დაფასოებული საკმაზის რეალიზებას ვერ მოახდენენ. 

აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, ადამიანებს საარსებო წაართვას და ამიტომ რეგულაციებს უწესებს მათ. წულაიას თქმით, შეუძლებელია, მოვაჭრემ, რომლიც ზოგჯერ 30-50 თეთრის სუნელს ყიდის, წინასწარ მოახდინოს მისი დაფასოება. წულაია მთავრობას რეგულაციების გაუქმებისკენ მოუწოდებს.

"მთავრობა რეგულაციებს უწესებს სუნელებით მოვაჭრეებს და ამით ცდილობს საარსებო წაართვას მათ. ვითომ რკინის შემცველი და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციაა. ნუთუ, ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქცია რომ იყიდება, ეს მოწმდება მთავრობის მიერ? არა, მთავრობა მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს უწესებს შეზღუდვას. მოვუწოდებ მთავრობას, გადახედონ ამ რეგულაციებს", -განაცხადა გოგი წულაიამ. 

მთავრობის ახალი რეგულაციით, ფიზიკური პირების მიერ პროდუქციის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე იფქვება სუნელები და სანელებლები. სხვა შემთხვევაში, პროდუქტი წინასწარ უნდა იყოს დაფასოებული.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა