|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმაში ბრალდებულს ძალადობის მუხლით ასამართლებენ

ქუთაისის საქალაქო საქალაქო სასამართლოში აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული დავით გორგოძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის გამო დაკავებული გორგოძის წინააღმდეგ საქმე სსკ 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაცვის მხარის ადვოკატის გიორგი დვალიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე 3000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს, რასაც დაცვის მხარე ეთანხმება, თუმცა თანხის შემცირებას მოითხოვს.

პროცესს ესწრება დავით გორგოძე, მან ამ დრომდე კომენტარი არ გააკეთა. 

შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.  ორ მათგანს 700-700 ლარიანი ჯარიმა დაუწესდა,  დავით მაჭავარიანის მიმართ კი სასამართლო 12 დეკემბერს იმსჯელებს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა