|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა წინასაარჩევნოდ იხარჯება"

თამარ მეფის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოების შეჩერებას "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა ნარსია აპროტესტებს.

ნარსიას თქმით, პროექტის ფარგლებში მხოლოდ რამდენიმე ფასადის რეაბილიტაცია მოხდა, ძველი ქვის სახლები კი პროექტში საერთოდ არ შევიდა. 

"მხოლოდ რამდენიმე ფასადი მოეწყო, მას შემდეგ შეჩერდა მუშაობა. ძველი ქვის სახლები საერთოდ ვერ მოხვდა პროექტში, რადგან მათი შეკეთება ძვირი ჯდება, ეს თანხები მმართველი გუნდის სასარგებლოდ წინასაარჩევნოდ იხარჯება.  თამარ მეფის ქუჩაზე ფასადების რაბილიტაციის 750 000 ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა. 500 000 ლარად "ქართულ ოცნებასთან" დაახლოვებულმა კომპანიამ მოიგო და ახლა ხდება დროის გაჭიანურება, რომ მოხდეს თანხების საარჩევნოდ გადასროლა", -განაცხადა ნარსიამ.

ბრალდებას  პროექტის შეჩერების შესახებს არ ეთანხმებიან ადგილობრივ თვითმმართველობაში და აცხადებენ, რომ ნარსიას ყოველი ბრალდება ლოგიკასაა მოკლებული. მათივე თქმით, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, შენობების ნაწილი კი, სიაში იმ მარტივი მიზეზით ვერ მოხვდა, რომ ისინი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ და რეაბილიტაცია სხვა პროექტით მოხდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა