|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თამარობა"ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე აღნიშნეს

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებმა მოქალაქეებთან ერთად თამარ მეფის ქუჩაზე "თამარობა" აღნიშნეს.  გამოფენა იაკობ ნიკოლაძის სკვერში მოეწყო. ქუთაისელმა მხატვრებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. თამარობასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა სხვებთან ერთად თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე იაკობ ნიკოლაძის და მერაბ კოსტავას ძეგლები ყვავილებით შეამკო.

„სიმბოლურად გამოვედით თამარ მეფის ქუჩაზე მოსახლეობასთან ერთად და გავხსენით რეაბილიტირებული ქუჩა. შევამკეთ ამ ქუჩაზე მდებარე ცნობილი ადამიანების ძეგლები. თამარობის დღესასწაული მინდა მივულოცო მთელ საქართველოს და ყველა ქალბატონს“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა