|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თანამედროვე საწამლავები, რომლებიც დახლებზე იყიდება

ქარხნულად დაფასოებულ ნებისმიერი პროდუქტის შემადგენლობაში ყოველთვის გვხვდება E სიმბოლო სამ ან ოთხ ციფრთან ერთად. ეს ციფრები პროდუქტში საკვები დანამატების, იგივე ემულგატორების არსებობას აღნიშნავს. ეს ნივთიერებები საჭიროა პროდუქტისთვის ლამაზი შეფერილობის მისაცემად, შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად, შესასქელებლად, სიმკვრივის მისანიჭებლად, გემოს გასაძლიერებლად და ა. შ. 
სამწუხაროდ, მსოფლიო მრეწველობაში უამრავი ემულგატორია გამოყენებული, რომელთა ორგანიზმზე მოქმედება ბოლომდე შესწავლილი არ არის. მართალია ძალიან რთულია ყველაფერ მავნებელს თავი აარიდო, მაგრამ უნდა იცოდეთ მაინც, რას მიირთმევთ თავად და რას აჭმევთ შვილებს.
გთავაზობთ რამდენიმე ემულგატორის დახასიათებას. შეამოწმეთ, არის თუ არა ეს აღნიშვნა თქვენს სამზარეულოში არსებულ პროდუქტზე.

E-326-თუ ეს ნივთიერება მითითებულია, საერთოდ თავი შეიკავეთ მისი შეძენისგან. ეს გემოს გამაძლიერებელია და დღეს ძალიან ბევრ პროდუქტშია გამოყენებული.
შაქრის შემცვლელი-ყველა შაქრის შემცვლელი ძლიერი ნაღველმდენი ეფექტით გამოირჩევა. ვისაც სანაღვლე გზების პრობლემები აწუხებს, შაქრის შემცვლელმა შეიძლება მისი გამწვავება გამოიწვიოს. გაზიან სასმელებში კი ეს ნივთიერება ჭარბადაა. ლიმონათების და მისი მსგავსი სასმელებით პირის ჩატკბარუნებაზე პასუხს ჩვენი ორგანიზმი აგებს.
Е950-ჯერ კიდევ 1974 წელს აშშ-ში ეს დანამატი მედიკოსებმა ნელი მოქმედების შხამად აღიარეს, რომელიც ხელს უწყობს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას.

Е951 - ასპარტამი-დამტკიცებულია მისი ქიმიური არასტაბილურობა. 30 გრადუსზე გათბობის შემთხვევაში იშლება სამ ძალიან საშიშ ნივთიერებად.
Е952 -აკრძალულია აშშ-ში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში და რიგ ქვეყნებში, რადგან აღმოჩნდა, რომ თირკმლის უკმარისობას იწვევდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დღემდე გამოყენებადია.
Е420-დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრისას კუჭის პარალიზებას იწვევს.

წყარო:mshoblebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა