|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კაბინეტებში სხედან და ხალხში არ გამოდიან"-ოპოზიცია ქუთაისის მერიის რეორგანიზაციის მიზეზებზე

მერიის მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის შინაარსს გაურკვევლად მიიჩნევს ოპოზიცია. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ბრეგაძე აცხადებს, რომ მერია და ზოგადად, ხელისუფლება ქმედებებში არათანმიმდევრულია, რაც ცუდ შედეგს მოიტანს. მისი თქმით, მერიამ რეორგანიზაციის გასამართლებლად უჩვეულო არგუმენტი მოიყვანა.

„მე არ მესმის, ეს რეორგანიზაცია რას ნიშნავს. ერთი წლის წინ ატესტაცია-რეორგანიზაცია ჩაატარეს.  ხალხს სერთიფიკატები და მადლობის სიგელები დაურიგეს და ახლა ისევ რეორგანიზაციაა,  არ ვიცი რამდენს გაუძლებენ ეს ადამიანები.  ვერ ვხვდები რეორგანიზაციის შინაარსს. რეორგანიზაცია ზოგადი სიტყვაა, მაგრამ როცა ატარებ, მასაც ჭირდება არგუმენტი. ამ ჯერზე არგუმენტი არის ის, რომ თანამშრომლები თურმე ხალხში არ გამოიდიან და  კაბინეტებში სხედან, არჩევნებამდე არ იჯდნენ კაბინეტებში? მართვაზე არ აქვთ წარმოდგენა. მერის  მიერ  გამოცხადებული რეორგანიზაცია,  მისი მივლინება თუ რაც ერქვა ჭიღვარიას წასვლას, ეს არის კონსულტაციები პარტიაში და ნიშნავს იმას, რომ არიან არათანმიმდევრულები, სპონტანური ნაბიჯებით მიდიან და რა შედეგს მოიტანს ეს, წარმოდგენა არ მაქვს“, -განაცხადა ბესო ბრეგაძემ.  

ბრეგაძე მერიის რეორგანიზაციას პარტიული აქტივის დასაქმების ვალდებულებით ხსნის და აცხადებს, რომ ეს ვალდებულება „ქართულ ოცნებას“ არჩევნებიდან არჩევნებამდე აქვს.

„ახალი ვალდებულების ტალღაა,  რომელიც აიკიდა „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული აქტივის დასაქმების მხრივ და  რომელიც აქამდე გადაუჭრელი აქვთ. ვალდებულება არჩევნებიდან არჩევნებამდე აქვთ და ამას ემსახურება რეორგანიზაცია, გაიზრდება თანამშორმელთა რაოდენობა“, -განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა