|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“თავისუფალი დემოკრატები” აქციებს აანონსებენ

"თავისუფალი დემოკრატები" აცხადებენ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცნობილია, ხუთივე ბრალდებულს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს გამოძიება 4 მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება.

მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

ადვოკატები დღეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზემო ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

“თავისუფალი დემოკრატები” ამის გამო აქციების გამართვას გეგმავენ და ცოტა ხანში სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა