|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოქალაქეების მოთხოვნით საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა

ქუთაისში მოქალაქეების მოთხოვნით ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა. არჩევანი მოსახლეობამ  ქუთაისის მერიის  თავისუფალი ინიციატივების და პროექტების ფარგლებში  გააკეთა.

 ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი 29 ინიციატივიდან  3 შეარჩია, რომელთაგან ერთი ელექტრონულად ხმის მიცემით შეირჩა.  გაირკვა, რომ მოსახლეობისათვის  ყველაზე მოთხოვნადი სწორედ საპირფარეშოები აღმოჩნდა.

ვიდრე პროექტმა კონკურსში არ გაიმარჯვა, იმ დრომდე ვერ მოხვდა პრიორიტეტულ პროექტებში, არადა, მოსახლეობა აღნიშნული პრობლემის გადაჭრას წლებია, ითხოვს. არაერთი დაპირების მიუხედავად,  ქუთაისში  საზოგადოებრივი საპირფარეშოები ამ დრომდე პრობლემას წარმოადგენს.

მერიაში განმარტავენ, რომ პროექტი 2019 წლის ბიუეჯტში აისახა, თუ რა თანხა დაიხარჯება და რამდენი საპირფარეშო განთავსდება, ეს პროექტის შედგენის შემდეგ დაზუსტდება. 

შერჩეულ ინიციატივებს შორის იყო მესხიშვილისა და ოპერის თეატრების  შშმ პირებისათვის ადაპტირება და ამფითეატრის აგება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა