|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი საქართველო“ არასაპარლამენტო ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, შესაძლოა, სხვა პარტიებთან გაერთიანდეს. ინფორმაცია დღეს პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ ქუთაისში გაავრცელა.

კუკავა იმერეთის ორგანიზაციების აქტივს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენი ამოცანაა წინასაარჩევნო კამპანია არასაპარლამენტო ოპოზიციამ ერთობლივი ძალებით ვაწარმოოთ. აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებით მოქმედებენ. ხდება პროცესების ხელოვნური პოლარიზაცია. როგორც შევარდნაძემ დასვა სააკაშვილი, ასევე  ბათუმის მოვლენებიდან ჩანს, რომ ქართველი ხალხის ზურგს უკან აპირებენ ხელისუფლების შეცვლას. ამას შეიძლება დაუპირისპირდეს ეროვნული ძალები. ამიტომ ჩვენ ყველა პარტიას  გაერთიანებისაკენ მოვუწოდებთ. ჩვენ ქუთაისში გვყავს ძალიან ავტორიტეტული წარმომადგენელი - გოგი წულაია, მაგრამ როგორც სხვა ქალაქებში მხოლოდ შეთანხმებით დავასახელებთ კანდიდატებს. მოვუწოდებ მათ გაერთიანებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ საპარლამენტო არჩევნებზე გაყვეს ხმები, ისევე მოხდება ახლაც“, -განაცხადა კახა კუკავამ.

ამ დროისთვის პარტიას „თავისუფალი საქართველო“ „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ შეუერთდა. მოძრაობის თავმჯდომარის გია ბერძენიძის განცხადებით, გრძელდება რეგიონებში გასვლა და ამომრჩევლებთან შეხვედრა, რომლებიც მოატყუა ხელისუფლებამ, ამიტომ მოუწოდებს სხვა პარტიებს გაერთიანდნენ და დაიცვან მოქალაქეები. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა