|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი ზონის" დაკავებული წევრების მხარდასაჭერ რეზოლუციას პარლამენტში განიხილავენ

"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, რომელიც "რუსთავი2"-ის მხარდამჭერი აქციის დროს დაკავებულების მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავებას ეხება, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილავენ.

რეზოლუციის პროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ სამი აქტივისტის დაკავება თავიდანვე უკანონო იყო და მათ არაადექვატური სასჯელი შეეფარდათ.

„ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა პოლიტიკური დევნა. ის სასჯელი, რომელიც მათ მიიღეს წინასწარი დაკავების სახით, არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების დავალებასთან,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია  ქუთაისში ოქტომბრის დასაწყისში დააკავეს და მათ ორთვიანი  წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დაკავებულების წინააღმდეგ არსებულ საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა