|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი ზონის" წევრები სასამართლომ კვლავ ორთვიან პატიმრობაში დატოვა

დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "თავისუფალი ზონის" წევრების სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ დაკავებულები კვლავ წინაწარ პატიმრობაში დატოვა. მომდევნო პროცესი 23 ნოემბრისთვის არის ჩანიშნული.   

"დღეს იყო წინა სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა მტკიცებულებების დაშვებულობის საკითხი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადაო გახდა, რის გამოც გადიდო პროცესი. ასევე იყო შუმდგომლობის საკითხი აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული" –განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა ელისო დათუსანმა.

სასამართლო პროცესს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარემ დასაბუთებულად წარმოადგინა არგუმენტები,  რაღაც ბუნდოვანი მოსაზრებებით სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ბიჭები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დღეს სასამართლო ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკური  რეპრესირების კარგი ინსტრუმენტია და საქართველოში არა არსებობს არანირი სამართალი"–განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ.

ნიკოლოზ ნარსია, კახა გაბუნია და მინდია დეისაძე  2 ოქტომბერს პარლამენტთან მომხდარი ინცინდენტის გამო დააკავეს, მათ ბრალად დეპუტატის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ედებათ.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა