|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფლება უკანონო პატიმრებს, დავასრულოთ საბჭოთა სასამართლო" - აქცია ქუთაისში

"თავისუფლება უკანონო პატიმრებს, დავასრულოთ საბჭოთა სასამართლო"- ამ მოწოდებებით "ევროპულმა საქართველომ" დღეს ქუთაისში აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას მოითხოვენ.

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ კახიძის განცხადებით, ორი უდანაშაულო ადამიანი ეწირება "ქართული ოცნების" საარჩევნო მიზნებს. ოთარ კახიძე ამბობს, რომ აქცია სიმბოლურად ტიციან ტაბიძე და და პაოლო იაშვილის ძეგლთან გამართეს, რადგანაც ტიციანი შეთითხნილი ბრალდებით იყო გასამართლებული საბჭოთა სასამართლოს მიერ ისევე, როგორც მელაშვილი და ილიჩოვა.

მისი თქმით, გარეჯის თემა საარჩევნოდ სპეციალურად არის წამოწეული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი