|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისიდან ქუთაისში მომავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა

სოფელ შროშასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა.

თბილიდან დასავლეთისკენ მოძრავი სამარშრუტო ტაქსი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მგზავრმა, თუმცა შსს-ს ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები  საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

(ფოტო არქივიდან)

ავტორი: ნიუპრესი