|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე სიტყვით გამოვიდა [R]

“თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში, სატრანსპორტო კავშირების განვითარების პანელურ დისკუსიაზე, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა- აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
დავით ფერაძის განცხადებით, არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად, „საქართველოს რკინიგზამ“ მიმდინარე წელს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: გაზრდილია როგორც სატვირთო გადაზიდვებიდან, ასევე მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული შემოსავლები, რეკორდულად მაღალი შედეგებია საკონტეინერო გადაზიდვებში.
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთის, „შუა დერეფნის" განვითარების და სრულად ათვისების მნიშვნელობას.
ამ მხრივ აღსანიშნავია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც გაიზრდება გამტარუნარიანობა, ასევე საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პორტებში რეგულარული საკონტეინერო გემების მიმოსვლა, რაც ევროპისა და აზიის ტვირთებს რკინიგზით დააკავშირებს.

„ჩვენი ამოცანაა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი ვაქციოთ მსხვილ ლოგისტიკურ ჰაბად აზია-ევროპის სატრანზიტო სივრცეში და საქართველოს რკინიგზა აქტიურ როლს თამაშობს ამ მიზნის განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მხოლოდ ამ სექტორის განვითარებას არ გულისხმობს. გაზრდილი ინვესტიციები ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის განვითარებას,“ - განაცხადა თავის გამოსვლაში სს “საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა