|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თბილისის კი არა, ქუთაისის "ინვალიდი" ხართ და ჩვენი ადგილით ვერ ისარგებლებთ"

ქუთაისელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირი დავით მალანია "სითი პარკს" სასამართლოში უჩივის. მიზეზი თბილისში მომხდარი ფაქტი გახდა.  დავით მალანიას განცხადებით,  რუსთაველის გამზირზე  ავტომობილი დააპარკინგა, რაც "სითი პარკის" დაჯარიმების მიზეზი გახდა. როგორც  მალანია  „ნიუპრესთან“ საუბარში განმარტავს, ერთჯერადი პარკინგისთვის 10 ლარიანი საფასური გადაიხადა. ავტომობილი შშმ პირებისთვის  განკუთვნილ ადგილზე გააჩერა.  ექიმთან ვიზიტზე  შევიდა, გამოსულს კი ავტომობილი ადგილზე არ დახვდა.

„საავადმყოფოდან რომ გამოვედი, ავტომობილი აღარ დამხვდა. თავდაპირველად  მეგონა,  მოიპარეს. იქვე მყოფებმა მითხრეს, რომ ავტომობილი „სითი პარკმა“ გადაიყვანა. მივედი "სითი პარკის" ოფისში"  და  მოვითხოვე განემარტათ, რატომ გადაიყვანეს ავტომობილი, რომელსაც შშმ პირის ამსახველი ნიშანი ქონდა.  წარვადგინე შშმ პირობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ერთჯერადი პარკირებისთვის 10 ლარიანი ქვითარიც. წარმოუდგენელი პასუხი გამცეს, -  "თქვენ თბილისის კი არა, ქუთაისის "ინვალიდი" ხართ და ჩვენი ადგილით ვერ ისარგებლებთ სპეციალური ნებართვის გარეშე". ვიდრე არ გადამახდევინეს 80 ლარი, ავტომობილი არ დამიბრუნეს. ყაჩაღები არიან ჩვეულებრივად. ეტლით მოსარგებლე რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ეტლის გარეშე დამტოვებდნენ“,- აღნიშნავს მალანია.  

დავით მალანია  დიაბეტითაც არის დაავადებული. მისი თქმით, ნერვიულობის ფონზე ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. მალანია  „სითი პარკს“  სასამართლოში დაუპირისპირდება. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა