|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში დაგეგმილ აქციაზე ქუთაისიდან 200-მდე მხარდამჭერი გაემგზავრა

თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. "ნაციონალური მოძრაობის" და  სამოქალაქო მოძრაობის "გაბედე" წევრები თბილისში სხვადასხვა ლოკაციებიდან მანქანებით და მიკროავტობუსებით გაემგზავრნენ.

მათი თქმით, აქციას შეუერთდებიან და მთავარი მოთხოვნის შესრულებამდე პროტესტი არ შეწყდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესო ბრეგაძის თქმით, ქუთაისიდან აქციაზე დაახლოებით, 200 ადამიანი გაემგზავრა.

"ჩვენ ვუერთდებით აქციას "ყველა ერთის წინააღმდეგ", ამასთან, დღეს ვრჩებით თბილისში, ხვალ პიკეტირებაშიც მივიღებთ მონაწილეობას, კანონის ფარგლებში ვიბრძოლებთ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ დაგვიბრუნებენ მოპარულ არჩევნებს", - განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა