|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში მოკლული მამაკაცი წყალტუბოელი ვალერიანე ნემსიწვერიძეა

თბილისში მოკლული მამაკაცი წყალტუბოელი ვალერიანე ნემსიწვერიძეა. მისი ოჯახის თბილისის ქუჩაზე ცხოვრობს.

მეზობლების ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ოჯახმა ცოტა ხნის წინ შეიტყო და მკვლელობის მოტივზე დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.

რაც შეეხება გარდაცვლილს წყალტუბოში ბოლოს ორი დღის წინ იყო, მას მეზობლები დადებით პიროვნებად ახასიათებენ, თუმცა რას საქმიანობდა, არ იციან, ასევე უჭირთ საუბარი მისი ნასამართლეობის შესახებ.

არსებული ინფორმაციით, ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, კახა გიუშვილს დაესხა თავს. მას დანაშაულის გამო 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა