|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძისა და სხვა დაკავებულების საქმეს თბილისის სასამართლო განიხილავს

თბილისში პარლამენტის პიკეტირებისას დაკავებულ პირებს დაკავებულთა შორის გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები გია თევდორაძე, ზურაბ კოსტავა, კახა მაჩიტიძე არიან.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ანდრო მაღლაკელიძის განცხადებით, პარლამენტის პიკეტირებისას დაკავებული ლიდერები ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ. როგორც ის აცხადებს, დაკავებულების საქმეს თბილისის სასამართლო განიხილავს.

"დღეს, დილის საათებში, მაშინ როდესაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიან პიკეტირებისას ვახდენდით, ვსარგებლობდით პარლამენტის წინ არსებული ზებრა გადასასვლელით, რა დროსაც პოლიციამ მოახდინა მათი დაკავება. დაკავებული არიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გიორგი ვაშაძე, გიორგი თევდორაძე, კახა მაჩიტიძე, ზურაბ კოსტავა და და სხვა ლიდერები, სულ 12 ადამიანი, გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რის შემდეგაც ისინი გადმოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ველოდებით,  როდის ჩაინიშნება პროცესი"- განაცხადა  ანდრო მაღლაკელიძემ.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა