|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში "პატრიოტთა ალიანსის" აქციას მხარდამჭერები ქუთაისიდან უერთდებიან

თბილისში "პატრიოტთა ალიანსის" აქცია ქუთაისიდანაც უერთდებიან. პარტიის წევრები და მხარდამჭერები დილიდან პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ.

მათი თქმით, აპროტესტებენ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას და მოუწოდებენ ხელისუფლებას დაპირება შეასრულოს.

"დღეს ვიკრიბებით თბილისში და გამოვხატავთ პროტესტს პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო. რაც იყო დაპირება და რაც იქნებოდა ერთ დიდი დემოკრატიული ნაბიჯი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჯერ კიდევ არის შანსი გამოასწოროს შეცდომა და დაუბრუნის სამართლიანი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება"-განაცხადა  "პატრიოტთა ალიანსის"წევრმა მიშა მახვილაძემ.

მათი ვარაუდით,  ქუთაისიდან აქციას 500-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება.

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები კირესპუბლიკის მოედანზე შეკრებას 17:00 საათზე გეგმავენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა