|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში სასტუმრო “ვეფხისტყაოსანის” მოტივებზე მოეწყო

“ვეფხისტყაოსნის” მოტივებზე შექმნილი სასტუმრო Rustaveli Boutique Hotel -ი 25 აგვისტოს გაიხსნება.

“ისრაელ-საქართველოს” ბიზნეს პალატაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შენობაში კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. დაწყებულია ინვენტარის და ავეჯის შეტანა.  სასტუმროს გახსნა განსაკუთრებული ცერემონიით მოხდება, რასაც  ოფიციალური პირები დაესწრებიან.

სასტუმროს პროექტი ისრაელური ინვესტიციით ხორციელდება და დიზაინი ბიზნეს-პალატამ კონკურსის შედეგად შეარჩია.

სასტუმრო თავისუფლების მოედანზე მდებარეობს, იდეის მიხედვით შენობის დიზაინი უნდა დაეფუძნოს „ვეფხისტყაოსანს”, ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინში გამოყენებული უნდა იყოს ციტატები პოემიდან სამ – ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ნომრების დიზაინი კი პოემის სიუჟეტის მიხედვით უნდა შეიქმნას. სასტუმროს ფოეიეში ძველი წიგნებით ბიბლიოთეკაც მოეწყობა.

სასტუმრო ბუტიკის ტიპის, 4-5 ვარსკვლავიანია და ძირითადად ისრაელიდან ვიპ-ტურებზე იქნება გათვლილი. იგი 15-ნომრიანი იქნება, მშენებლობის პროცესში 30 ადამიანი დასაქმდება, გახსნის შემდეგ კი 20 ადამიანი. პროექტში ინვესტიციის სახით 5 მილიონი დოლარი ჩაიდება. 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა