|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა

თბილისში, პარლამენტის წინ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა.


ზვიად გამსახურდიას შვილის ცოტნე გამსახურდიას განცხადებით, სუს-ი და პროკურატურა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას ხელს უშლიან.

““ქართული ოცნების” ხელისუფლება უბრალოდ საბოტირებას უწევს გამსახურდიას საქმის გამოძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე გადაკვალიფიცირდა 2015 წელს და მკვლელობის მუხლით იძიებენ. ამ დრომდე ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა, პირიქით, სუს-ი და პროკურატურა ამ საქმეს ფაქტობრივად კლავენ”, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

 კონსტანტინე გამსახურდიას თქმით კი, გამოძიება  ფორმალურად მიმდინარეობს. 

“მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საზეიმო დღე რეფერენდუმის, როდესაც ქართველმა ერმა ერთხმად გადაწყვიტა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი, ჩვენ ამ მიტინგს ვმართავთ საპროტესტოდ იმის გამო, რომ ხელისუფლება არ იძიებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს. 1993 წლის 30-31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია მოკლული იქნა სოფლების ჯიხაშკარისა და ძველი ხიბულას არეალში და ეს ყველაფერი არ არის გამოძიებული. გამოძიება მიმდინარეობს ფორმალურად, ეს არის გამოძიების იმიტაცია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ეს გარემოება გავაპროტესტოთ. ასევე მოვითხოვთ ხელისუფლების მხრიდან მიეცეს შეფასება 1992-93 წლების სამხედრო კრიმინალურ გადატრიალებას”, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა