|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეა წულუკიანი: "შალვა არის ახალგაზრდა, დაუზარელი და საქმიანი" (R)

„შალვა იყო იმერეთში მთელი ქართული ოცნების ახალგაზრდული მოძრაობების ორგანიზატორი. ეს არის ადამიანი, რომელიც არის დაუზარელი და საქმიანი“ - ამ სიტყვებით მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოფელ მეორე სვირში შეკრებილ მოსახლეობას და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა კიკნაველიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„როდესაც ქუჩაში ვიდექით, აქციებს ვაწყობდით თქვენთან ერთად, შალვა იყო იმერეთში მთელი ქართული ოცნების ახალგაზრდული მოძრაობების ორგანიზატორი. ეს არის ადამიანი, რომელიც არის დაუზარელი და საქმიანი. დადებითი აქვს ასევე ის, რომ ახალგაზრდაა და უფრო მეტი ენერგია აქვს. მონდომებულია, რომ თავის რაიონს და მთლიანად იმერეთს აჩვენოს კარგი სახე საქართველოს პარლამენტში.

თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შალვასნაირი წარმომადგენელი გყავდეთ. ამ ადამიანს მთავრობაში, ქართულ ოცნებაში იცნობს ყველა. ის არ არის გუშინ შემომატებული წევრი. მას მიესვლება ყველგან, ყველა სამინისტროში და უწყებაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოში გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დაიწყო. მინისტრმა მოსახლეობას იმ პროექტებში ჩართვისკენ მოუწოდა, რომელიც უშუალოდ მათთვის შეიქმნა და არაერთმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა „აწარმოე საქართველოში“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ და სხვა პროექტებზე.

შალვა კიკნაველიძემ შეკრებილ მოსახლეობას განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 

https://www.wetransfer.com/downloads/2e91173245104b6e68f734be21cbea1820161004140452/b12ba2f40dd3c605008e8706672c4fb120161004140452/3453bb

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა