|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში პოლონეთის დასის სპექტაკლი გაიმართა

 "თეატრალური იმერეთი 2016" დასასრულს მიუახლოვდა. 12 მუნიციპალიტეტეის შემდეგ სპექტაკლი პოლონეთის ქალაქის ტორუნის მუსიკალურმა თეატრმა წარადგინა. მათი მონაწილეობით ფესტივალი საერთაშორისო გახდა.

"დასასრულს მიახლოვდა ფესტივალი, მუნიციპალიტეტების  შემდეგ სპექტაკლი პოლონეთის დასმა წარადგინა. ეს არის კარგი საშუალება თეატრებისთვის წარმოადგინონ თავიანთი შემოქმედება. ფესტივალი გახდა საერთაშორისო, მიდის მოლაპარაკებები სხვა ქვეყნის დასებთან, რომ მომავალში ფესტივალის პროგრამა ბევრად დატვირთული გახდეს. მსგავს პროექტებს მხარს დავუჭერთ", –განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

 სპექტაკლზე დასასწრებად ჩამოვიდა პოლონეთის დელაგაციაც.

იმერეთის რეგიონსა და პოლონეთის რესპუბლიკის ერთ–ერთ რეგიონს კუიავსკო–პომორსკის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2014 წელს გაფორმდა და მიზნად ისახავს რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას სოციალური, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში.

ფესტივალის დაჯილდოება ხვალ გაიმართება. ჯიური გამარჯვებულებს  12 ნომინაციაში გამოავლენს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა