|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეატრალური იმერეთი 2016" საზეიმოდ გაიხსნა

  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2016" წელს  უკვე მეშვიდედ გაიხსნა.  საზეიმო ცერემონიალს  იმერეთის გუბერნატორის მოადგილე  პაატა ნადირაძე და ქუთაისი მერი შოთა მურღულია, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე, ასევე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე დაესწრნენ. 

 იმერეთის თეატრალური კავშირის თავმჯდომარემ ლევან როხვაძემ  მადლიერება ფესტივალის მხარდამჭერებთან ერთად იმ ადამიანების მიმართ გამოხატა, ვინც თეატრალური იმერეთის სათავეებთან იყვნენ. მისი თქმით, ფესტივალი თანდათან ძალებს იკრებს, წელს იმერეთის მუნიციპალიტეტების სახალხო და პროფესიულ დასებთან ერთად მონაწილეობას პოლონეთის დაძმობილებული ქალაქის - ტორუნის თეატრი,  ასევე  ცხინვალის დევნილი თეატრი მიიღებს.

შოთა მურღულიას თქმით კი, თეატრის  მიმართ დაინტერესება დიდია,  გასულ წელს ფესტივალს 14 ათასი მაყურებელი დაესწრო, მან ფესტივალის უცვლელი ორგანიზატორის ლევან როხვაძის ღვაწლი აღნიშნა, რომელსაც ფესტივალის  გახსნასთან ერთად 65 წლის იუბილე მიულოცეს. 

ფესტივალი ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სპექტაკლით, "დასში მხოლოდ ქალიშვილები არიან" გაიხსნა.

 "თეატრალური იმერეთი 2016" – ის ფარგლებში სულ 18 სპექტაკლი ჩატარდება.  ჟიური გამარჯვებულს 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს. ფესტივალის ჯიურის თავმჯდომარეა თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე, ჯიურის შემადგენლობაში კი  მწერალი თემურ ლანჩავა და  თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი არიან.

ფესტივალი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით იმართება.  სპექტაკლები 18:00 საათზე დაიწყება და დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.
 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა