|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტელეწამყვან ვახო სანაიას პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ

ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ.  როგორც ჟურნალისტი აცხადებს, უცხო პირებმა აგრესია მისი პროფესიული საქმიანობისა და პოზიციის გამო გამოხატეს. 

მისი თქმით, თავდამსხმელები აგრესიულად ახსენებდნენ კრიტიკულ ტელევიზიებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციას.

სანაია მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომელიც მისი განცხადებებით ახალისებს ზიზღს განსხვავებული აზრისადმი და ხელს უწყობს საზოგადოების გაყოფასა და პოლარიზაციას. 

 "თქვენი განცხადებებით საფრთხეს უქმნით ჟურნალისტებს და მისი ოჯახის წევრებს", -მიმართავს ხელისუფლებას ვახო სანაია. 

შსს-ს ინფორმაციით, ჟურნალისტსა და მისი ოჯახის წევრებზე  თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. 

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი