|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში დაარსდება

ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც  ქუთაისში უნდა განთავსებულიყო,  თბილისში იქმნება. ამის შესახებ კანონპროექტი  პარლამენტში მთავრობის ინიციატივით შევიდა.

როგორც ცნობილი გახდა, ტექნოლოგიური ინსტიტუტი სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება და საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს დამოუკიდებლად განახორციელებს. 
პროექტის მიზნად სახელდება ტექნოლოგიური ინსტიტუტის - ადრონული თერაპიის მეგაპროექტის გარშემო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა და ფუნქციონირება. 

 ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა  ომარ ნიშნიანიძემ  "ნიუპრესს" განუცხადა, რომ ეს კანონპროექტი ტექნოლოგიური  უნივერსიტეტის  ქუთაისში  განთავსებას არ უკავშირდება. ნიშნიანიძის თქმით,     ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში დაარსდება.

" ქუთაისს ამ თემასთან არავითარი კავშირი აქვს.  ეს თბილისში "ქართუს" ინიციატივით წამოწყებული პროექტია.  ქუთაისს ამაზე უარი ეთქვა",- აღნიშნა ნიშნიანიძემ.
პროექტის საფინანსო უზრუნველყოფა კერძო ინვენსტიციებითა და გრანტებით განხორციელდება. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა