|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფოს ბრიგადები იყო მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა